fbpx

ინდოეთის შთამბეჭდავი სპა–კურორტი

კურორტი, რომლის სახელწოდებაცაა „Taj Exotica Resort & Spa“, ინდოეთის შტატ გოას სამხრეთ/დასავლეთით არსებულ ქალაქ ბენაულიმში მდებარეობს. ტერიტორია, რომელსაც სამოთხესთან აიგივებენ, სწორედ ის ადგილია, რომელიც თითქოს სამყაროს სხვა ნაწილებთან შედარებით, სულ სხვა ცხოვრებისეული ტემპით გამოირჩევა. სადაც თეთრი ქვიშის ხელშეუხლებელი სანაპირო ზოლი, მცენარეული უხვი საფარი და ოკეანის ლაჟვარდოვანი სივრცე, იმგვარ მომაჯადოებელ ლანდშაფტს ქმნის, რომელიც სულიერი სიმშვიდის გარანტად მოაზრება და თვით ყველაზე პრეტენზიული ტურისტისთვისაც კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მქონეა.

კურორტი, რომელსაც 56 აკრის ტერიტორიაზე არსებული, უხვი ხე–მცენარეებითა და ყვავილებით უზრუნველყოფილი ტროპიკული ბაღები აკრავს გარს, აღჭურვილია საცურაო და დეკორატიული აუზებით; ორიგინალური პატიოებით; კეთილმოწყობილი ნომრებით, რომლებიც კომფორტული ვერანდებითა და შეკიდული აივნებითაა უზრუნველყოფილი; გასართობად და მოსასვენებლად განკუთვნილი ცალკეული სივრცეებით.

კურორტი ასევე უზრუნველყოფილია ბავშვთა გასართობი ოთახითა და სპა–სალონით, სადაც სტუმრებს იოგისა და „აიურვედა“–ს სისტემის (აიურვედა – ინდური მედიცინის ტრადიციული სისტემა, რომელიც ალტერნატიული მედიცინის ერთ–ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს) სეანსებს შესთავაზებენ.

სანაპირო ზოლზე არსებული 2 რესტორანი სტუმრებს ხმელთაშუა სამზარეულოს ტრადიციულ და ეგზოტიკურ საკვებთა ნაირსახეობით უმასპინძლებს, სადაც უხვადაა გამოყენებული ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურა, ბრინჯი და სხვა. დესერტად კი ტურისტებს ხილის, ჰალვის, ნამცხვრებისა და ხილის ახლადდაწურულ წვენთა ასორტიმენტი ელით.

და ბოლოს, კურორტის დახელოვნებული პერსონალი 24 სთ–ის განმავლობაში სტუმართა განკარგულებაშია. ჯეროვნად დაისვენეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღივსეთ!

Comments

comments