fbpx

ინოვაციური იახტა Ferretti Yachts 500

მომხიბვლელი იახტა – „Ferretti Yachts 500“, რომელიც 50-ფუტიან სეგმენტში არსებული იახტებისგან რადიკალურად განსხვავებული და შესაშური კომფორტით გამოირჩევა, მდიდრული იახტების მწარმოებელი იტალური ბრენდი – „Ferretti”-ს, დიზაინერული სტუდია – „Ideaeitalia“-სა და არქიტექტორ – ფილიპო სალვეტის კოლობორაციის შედეგად შექმნილი უზადო ნიმუშია.

ფლაგმანური იახტის შექმნისას გამოყენებული ფილოსოფიური შთაგონება – „სწორედ ისე, როგორც შინ“, მოიაზრებს ზღვაში ცხოვრებისეულ იდეალურ სტილს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება შინ არსებულ, მაქსიმალურ კომფორტულ პირობებს. როგორც მწარმოებლები განმარტავენ, უახლოეს 2 წელიწადში – „Ferretti“-ს მიერ წარმოებული ყველა იახტა სწორედ ამგვარი კომფორტით იქნება წარმოდგენილი.

„Ferretti Yachts 720“-ზე დაფუძნებული ახალი იახტა – „Ferretti Yachts 500“-ის დიზაინი, რომელიც უხვადაა გაჯერებული არაერთი ინოვაციური და სტილისტური სუპერსტრუქტურით, გათვლილია თვით ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მქონე მომხმარებელზეც კი. იახტაზე სხვადასხვა დანიშნულების არაერთი კეთილმოწყობილი სივრცეა, რომელთა შორისაცაა: ლაუნჯი, სასადილო, გასარუჯი, თუ მოსასვენებელი სივრცეები, რომლებიც დანიშნულებისამებრ, გემოვნებითაა ავეჯირებული.

იახტის ქვედა დონეზე განთავსებულია – VIP-სტილის კაიუტები, რომლებიც სააბაზანოს ძვირადღირებული აქსესუარებით აღჭურვილი პირადი სააბაზანოებითა და საშხაპეებით და ასევე სამრეცხაოებითაა უზრუნველყოფილი. მწარმოებლები, ინტერიერს ორ ვერსიად შესთავაზებენ მომხმარებელთ. ერთი – „Portofino“, რომელიც მუქი შეფერილობის მუხის ხის მასალით ნამზადი ავეჯირებითა და კლასიკური სტილით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მეორე – „Santorini“, სადაც ღია შეფერილობის მუხის ხის მასალის ავეჯს – ოკეანის ფერებით გაჯერებულ, თანამედროვე სტილის ინტერიერს შეუხამებენ.

„Ferretti Yachts 500“ აღჭურვილია – „Cummins QSB 6.7“-ის ტიპის წყვილი ძრავით, რომელიც ტანდემში 550 ცხ.ძალას გამოიმუშავებს და იახტას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე – 30, ხოლო საკრუიზო კი – 25 კვამძის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ახალი იახტა ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი გიროსკოპული სისტემით, რომელიც იახტის მაქსიმალური სტაბილიზაციის გარანტად მოიაზრება, როგორც მისი გადაადგილებისას, ასევე ღუზაზე ყოფნისასაც.

Comments

comments