იოჰან რიჯმას ექსტრაპოლაცია

ორიგინალური და იმავდროულად საინტერესო ანიმაცია, რომლის სახელწოდებაცაა „ექსტრაპოლაცია“, ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში დაფუძნებულ, სახვითი ხელოვნების ოსტატ, იოჰან რიჯმას შემოქმედებაა.

ვიდეოში წარმოდგენილია თუ როგორ ექსტრაპოლირდება ხაზი ქაღალდზე არსებულ ბადეში, ხოლო როგორც კი ხაზი ბადის საზღვრებს სცდება, დეფორმაციას უკვე ხელი განიცდის, რომელიც ცალკეულ სეგტმენტებად იყოფა და (თვით სათაურიდან გამომდინარე) განახლებას, სახეცვლას ექვემდებარება.

(ექსტრაპოლაცია ლათინური წამომავლობის სიტყვაა და „განახლება“–ს „შეცვლა“–ს აღნიშნავს. სტატისტიკაში იგი მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელებაა მის მეორე ნაწილზე. მათემატიკაში კი იგი არის უკვე არსებულ მონაცემებზე დაკვირვების შედეგად, ახალი მონაცემების მიღება. ექსტრაპოლაციის მეთოდი ფართოდ გამოიყენება იმ დარგებში, სადაც წინასწარი დაგეგმვაა საჭირო. მეთოდი გულისხმობს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე ტენდეციის აღმოჩენას, და მის გაგრძელებას მომავალში.)

Extrapolate from johan rijpma on Vimeo.

Comments

comments