იცით თუ არა, რომ…

ვაგრძელებთ საინტერესო ფაქტების ათეულის წარმოდგენას, რუბრიკიდან – „იცით თუ არა, რომ…“

* მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული მდინარეა რაინი.

* დედამიწა ყველაზე სწრაფად აგვისტოში ბრუნავს, ყველაზე ნელა კი მარტსა და აპრილში.

* მიუხედავად იმისა, რომ პერუს დედაქალაქი ლიმა ოკეანის ნაპირზეა გაშენებული, ქალაქში თითქმის არ წვიმს. ამიტომ ლიმას მცხოვრებლები ქოლგებს საერთოდ არ იყენებენ, ხოლო მათ საცხოვრებელ სახლებს კი საწვიმარი მილი არ აქვთ.

* ლოკოკინას 4 ცხვირი აქვს.

* ქარის წისქვილები მოძრაობენ საათის ისრის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ირლანდიაშია პირიქით.

* ზოგიერთი ჭია, თუ საზრდო ვერ მოიპოვა, საკუთარ თავს ჭამს.

* ქათმის ყველაზე ხანგრძლივი ფრენა გაგრძელდა 13 წამს.

* ალასკის დროშა 13 წლის ბიჭუნამ შექმნა.

* ბეღურას კისერზე ორჯერ მეტი მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს.

* აზიური ჯიშის ქათმები შავსა და ყვითელი შეფერილობის კვერცხებს დებენ.

Comments

comments