fbpx

იცით თუ არა, რომ…

საინტერესო ამბების ათეული გელით, რუბრიკიდან „იცით თუ არა, რომ…“

1. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირველად ავსტრალიაში ფული რომ დაბეჭდეს, ორმოცდაათცენტიანი მონეტა, 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.

2. კუზის მიუხედავად, აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.

3. ხმაური, რომელიც ნიჟარის ყურთან მიდების დროს გვესმის, არა ზღვის, არამედ ჩვენს ვენებში გამდინარე სისხლის ცირკულაციის ხმაა.

4. ქალის ორგანიზმი 6-ჯერ უფრო მეტ ოქროს შეიცავს, ვიდრე კაცის.

5. კაპიტანი კუკი იყო პირველი ადამიანი, ვინც ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი, ანტარქტიდის გარდა.

6. კატა თავისი ცხოვრების 70 პროცენტს ძილში ატარებს.

7. შავი ზღვის ქორჭილების ძირითადი ნაწილი, დაბადებიდან მდედრობითი სქესისანი არიან. დაახლოებით 5 წლის ასაკში ისინი სქესს იცვლიან.

8. მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.

9. ზვიგენებს იმუნიტეტი აქვთ სიმსივნეზე.

10. თუ ჩართული პლეიერის ყურსასმენებს ცხვირის ნესტოებთან მიიდებთ და ყურებზე ხელებს დაიფარებთ, თქვენი პირის ღრუ დინამიკის ფუნქციას შეასრულებს.

Comments

comments