fbpx

იცით თუ არა, რომ…

საინტერესო ამბების ათეულს გთავაზობთ, რუბრიკიდან „იცით თუ არა, რომ…“

1. ადამიანის თავზე არსებული თმა 1 წლის განმავლობაში 15 სმ-ით იზრდება.

2. შექსპირის შემოქმედებაში “ჰამლეტი” მოცულობით ყველაზე დიდი ნაწარმოებია. ის 4042 სტროფისგან შედგება და მასში 29 5551 სიტყვაა გამოყენებული.

3. პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი, სანამ კინოსამყაროში მოხვდებოდა, სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. ერთი წლის განმავლობასი ის პიცერიას ალაგებდა. მოგვიანებით კი თავს მწვანილების გაყიდვით ირჩენდა.

4. მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული შენობა პენტაგონია.

5. უცნაურია, თუმცა მეცნიერთა კვლევები ცხადყოფს, რომ ბუნებრივად ქერათმიან მანდილოსნებს თავზე 140 000 თმის ღერი აქვთ, შავგვრემნებს კი 110 000.

6. ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურგს უკან იმაგრებდა და ცხენოსნობაში ასე ვარჯიშობდა.

7. საფრანგეთის პრეზიდენტ – შარლ დე გოლს, 1944 წლიდან 1966 წლამდე 30-ჯერ დაესხნენ თავს,მაგრამ ტერორისტებს ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ.

8. ამერიკა წელიწადში 18 მილიონზე მეტს ხარჯავს ნარკობარონების წინააღმდეგ ბრძოლაში.

9. ყოველწლიურად ნაცრისფერი ვეშაპი გადის მანძილს არქტიკიდან მექსიკამდე – 12 500 მილის ოდენობით (საზღვაო მილი = 1,852 კმ)

10. ირლანდიელმა მწერალმა – ჯონათან სვიფტმა, სიკვდილის წინ 11 000 გირვანქა სტერლინგი უანდერძა ფსიქიკურად დაავადებულებს.

Comments

comments