იცით თუ არა, რომ…

დღევანდელი რუბრიკა – „იცით თუ არა, რომ…“, კოცნასთან დაკავშირებულ უჩვეულო ფაქტებს ეხება. თვალი გადაავლეთ, იქნებ ეს თქვენთვისაც სიახლეს წარმოადგენს?

1. ფილემატოლოგია დისციპლინაა, რომელიც კოცნის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურსა და ფუნდამენტალურ მახასიათებლებს შეისწავლის.

2. კოცნა ისტორიასა და მითოლოგიაში შეფასებულია, როგორც რიტუალური ჟესტი, სოციალური ურთიერთობის სიმბოლური ნიშანი. მიჩნეულია, რომ კოცნის ტრადიციას საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე ჩაეყარა.

3. 1960 წელს ბრიტანელი ზოოლოგი დესმონდ მორისი პირველად გამოვიდა წინადადებით, რომ კოცნის ჩვევა ადამიანებს უძველესი ეპოქიდან მოსდევთ, ჯერ კიდევ იმ ხანიდან, როდესაც დედები ჩვილებს პირიდან პირში კვებავდნენ.

4. კოცნისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომლის ეფექტი 200–ჯერ აღემატება მორფინის ეფექტს. კოცნა ადამიანს სიხარულისა და ბედნიერების განცდას ჰმატებს.

5. მეცნიერების კვლევის თანახმად, ადამიანი კოცნაზე მისი ცხოვრების საშუალოდ 20 160 წუთს ხარჯავს. ეს კი დაახლოებით ორ კვირას შეადგენს.

6. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ კოცნა იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

7. კოცნისას სახის 29 კუნთია (ზოგი მონაცემებით კი 34 კუნთია) ჩართული.

8. ვნებიანი კოცნა, რომელიც 90 წამამდე გრძელდება, ადამიანს სიცოცხლის დამატებით ერთ წუთს ჩუქნის.

9. რომანტიულ კოცნას ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 2–3 კალორია ხმარდება, თუმცა ფრანგულ კოცნას კი ხუთი (ზოგი კვლევებით კი მეტი) კალორია.

10. დადგინდა, რომ ტუჩების მგრძნობელობა თითებისას 200–ჯერ აღემატება, რაც იმითაა განპირობებული, რომ ტუჩებსა და ენაზე ყველაზე მეტად მგრძნობიარე რეცეპტორებია განლაგებული.

Comments

comments