fbpx

იცით თუ არა, რომ…

საინტერესო და იმავდროულად უჩვეულო ინფორმაციების ათეულს გთავაზობთ, რუბრიკიდან – „იცით თუ არა, რომ…“

1. ადამიანთა თითის ანაბეჭდის მსგავსად, ყველა მათგანის ენის ანაბეჭდიც განსხვავებულია.

2. XX საუკუნის უდიდეს ფიზიკოს-თეორეტიკოსს – ალბერტ აინშტაინს, ვინაც ფარდობითობის თეორია წამოაყენა და ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში, დისლექსია ჰქონდა (დისლექსია – იგივე დასწავლის უუნარობა, რომელიც პირდაპირ გამოვლინდება წერილობითი ენის სირთულეში, კონკრეტულად კი, კითხვასა და დამარცვლის დროს. დისლექსიას გამიჯნავენ კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების სხვა მიზეზებისგან (როგორიცაა მხედველობისა, ან სმენის არანევროლოგიური დარღვევა, ან კითხვის დასწავლის არასწორი მეთოდოლოგია). დისლექსია გამოწვეულია ტვინის მიერ წერითი ან ზეპირი ენის განსხვავებული აღქმით. ის მტიკედ უკავშირდება ნევროლოგიურ სხვაობებს, და არ წარმოადგენს ინტელექტუალურ უუნარობას. დისლექსიით დაავადებულ ადამიანს დისლექსიკი ეწოდება. მსგავსი დიაგნოზი უკვე ყველა სახის ინტელექტუალური დონის ადამიანს აქვს დასმული.).

3. ტოკიოში ველოსიპედით გადააგილება უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე მანქანით.

4. ტყეში ხანძარი უფრო სწრაფად ვრცელდება ზევით ვიდრე ქვევით ნაწილში.

5. XX საუკუნეში ფრანგები მილიონერებს „ტუზებს“ უწოდებდნენ.

6. მონა ლიზას წარბები არ ჰქონდა, რადგან რენესანსის ეპოქაში მოდაში იყო მათი გაპარსვა.

7. წელიწადში 10000-მდე ჩიტი კვდება იმით, რომ ისინი ფანჯრებს ეჯახებიან.

8. სიტყვა – ”dreamt” (dream – ოცნება, დასიზმრება) ერთადერთი სიტყვაა ინგლისურ ენაში, რომელიც ასოებით -“mt”-ით ბოლოვდება.

9. ადრე ბალტიის ზღვას ქარვის ზღვა ეწოდებოდა, რადგანაც მასში უხვად მოიპოვებოდა ეს მინერალი.

10. ძროხის კიბეზე აყვანა შესაძლებელია, ჩამოყვანა არა.

Comments

comments