fbpx

იცით თუ არა, რომ…

გთავაზობთ თვალი გადაავლოთ საინტერესო ინფორმაციათა ათეულს, რომელიც წარმოდგენილია რუბრიკიდან „იცით თუ არა, რომ…“.

1. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი ნაწარმოების სახელწოდებაა „ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს სიხარულს“, რომელიც მან გარდაცვალებამდე (1791 წ) 19 დღით ადრე დაწერა. აღნიშნული ნაწარმოები, დღემდე „მასონთა კანტატად“ არის მიჩნეული.

2. მეცნიერთა დასკვნების თანახმად, დრომ და ეროზიამ დინოზავრთა ნაშთების 99% წაშალა.

3. ჩინეთში, ყველაზე ცნობილი ალკოჰოლური სასმელი გახლავთ 58 გრადუსის მქონე არაყი – „მაოტაი“. აღნიშნული სასმელის დიდი მოყვარულნი გახლდნენ, ისეთი ცნობილი ჩინელი პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: მაო ძედუნი, დენ სიაპონი, ჰჩჟოუ ენლამენი და სხვანი.

4. აშშ-ში – „დიდი დეპრესიის“ პერიოდში (1929 -1939 წლები), ქვეყანაში არსებული ბანკების 44% გაკოტრდა.

5. ინდოეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები, 1950 წლამდე ფეხბურთს ფეხშიშველა თამაშობდნენ.

6. ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა შვეიცარია, 1515 წლის შემდგომ აღარ ყოფილა საომარ მდგომარეობაში.

7. პირველი ევროპელი ქართველოლოგი, ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი – მარი ფელისიტე ბროსე (1802-1880) გახლდათ.

8. აშშ-ს ლეგენდარული პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, ვეშაპის ძვლისგან დამზადებული კბილის პროთეზით სარგებლობდა.

9. ნაპოლეონ ბონაპარტი საკუთარ თავს „ბედნიერ ქმარს“ უწოდებდა, ხოლო ძალაუფლებას კი, „მის საყვარელს“.

10. საბჭოთა კავშირის იმპერიის ფუძემდებელი და ათეისტური ხედვებით ცნობილი ბელადი – ვლადიმერ ლენინი, სიკვდილის წინ, მაგიდებსა და სკამებს შესთხოვდა ცოდვების მიტევებას.

Comments

comments