იცით თუ არა, რომ…

1. მოზრდილი ადამინი დღე–ღამეში 23 000–ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს.

2. მსოფლიოში ყველაზე მოკლე სახელწოდების მქონე ქალაქი არის ჩინეთში არსებული ქალაქი „უ“.

3. ვარვარების ნათურის ვოლფრამის მასალის ე.წ. სპირალის ძაფი პირველად 1909 წ–ს დაამზადეს.

4. მარმარილოს მავზოლეუმი თაჯ–მაჰალი, რომელიც ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს, მოგოლთა იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით აიგო 1631–1653 წლებში. თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო შაჰ-ჯაჰანის საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი) მავზოლეუმი.

5. ლურჯ–მწვანე წყალმცენარეებს ციანობაქტერიებსაც უწოდებენ.

6. თითქმის ყველა საცობი მუხის ხის ქერქისგან მზადდება, მაგრამ მხოლოდ კორპის მუხის ხისგან. (კორპის მუხა (Quercus suber) — მარადმწვანე გაშლილვარჯიანი ხე წიფლისებრთა ოჯახისა.)

7. ადრეულ წლებში სახელგანთქმული მხატვარი პიკასო, ცივ ამინდებში საკუთარ ნამუშევრებს წვავდა, სახლში სითბოს შესანარჩუნებლად.

8. მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომისა და ყველაზე ღორმუცელა ჩიტ კოლიბრს, სიარული არ შეუძლია.

9. ცნობილი ჩინური სიმბოლო ინი და იანი, მონღოლურ კულტურაში თევზის თვალებად გარდაიქმნა და მარადიული სიფხიზლის სიმბოლოდ იქცა, რადგანაც თევზებს თვალები მუდამ გახელილი აქვთ.

10. როგორც სტატისტიკამ ცხადყო, იტალიაში უფრო ბევრი თოჯინა ბარბია, ვიდრე კანადაში კანადელები.

Comments

comments