fbpx

იცით თუ არა, რომ …

საინტერესო ამბების ათეული გელით რუბრიკიდან – „იცით თუ არა, რომ…“

1. ლეგენდარულ ამერიკელ ბიზნესმენსა და ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია – “Ford Motor Company”-ს დამაარსებელ – ჰენრი ფორდს, არასდროს ჰქონია მართვის მოწმობა.

2. ძველი ბერძნები, სხეულს ზეითუნის ზეთით იბანდნენ, რაც ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა – მელანომას (კანის ავთვისებიანი სიმსივნე) წინააღმდეგ.

3. ცნობილი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერების ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი – ჯასტინ (რენდოლ) ტიმბერლეიკი, „არაქნოფობიით“ (არაქნოფობია – ობობების შიში) იტანჯება.

4. ზღარბს 36 კბილი აქვს.

5. ყველაზე იშვით თვალის ფერად, მწვანე ფერის თვალებია მიჩნეული, რადგან ამგვარი შეფერილობის თვალის ფერი, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ს გააჩნია.

6. სავსე მთვარე ცხრაჯერ უფრო მეტად ანათებს, ვიდრე ნახევარმთვარე.

7. მსოფლიოს მასშტაბით, განათლებასთან დაკავშირებული ყველაზე მცირე დაფინანსება, აფრიკაში, კერძოდ კი დედამიწის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, სომალიში იხარჯება. ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ და მხოლოდ 4% იხარჯება განათლებაზე. 1990 წლის მონაცემების მიხედვით, სომალის მოსახლეობის ( 9.5 მილიონი ადამიანი) ზრდასრული ასაკის მქონე ნაწილიდან, საშუალო განათლებას მხოლოდ 24% ფლობდა. შესაბამისად, მოსახლეობის 76%-ს, საშუალო განათლებაც კი არ მიუღია.

8. ბუნებაში კენგურუს 69 ნაირსახეობა არსებობს.

9. იმის გათვალისწინებით, რომ სიცივეში ბგერა უფრო კარგად ვრცელდება, ვიდრე სიცხეში, სმენადობა ყინვაში იდეალურია.

10. 2010 წელს, აშშ-ს მოსახლეობამ გაიღო 290 890 000 000 მილიარდი დოლარი – სრულიად საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

Comments

comments