იცით თუ არა, რომ…

კვლავაც გთავაზობთ საინტერესო ამბების ათეულს, რუბრიკიდან „იცით თუ არა, რომ…“

1. წყალი და ბიტუმი ის გამონაკლისი ნივთიერებებია, რომელთა მყარი მდგომარეობა (ყინული) უფრო მსუბუქია, ვიდრე თხევადი.

2. ძველად ქალაქ პარიზს ლუტეცია ერქვა.

3. კამბალა ვერ ხედავს რასაც ჭამს, ვინაიდან იგი ბრტყელი თევზია, რომელსაც პირი ზემოთ აქვს, ხოლო თვალები კი ქვემოთ.

4. პელეს თავის საფეხბურთო კარიერაში 1281 გოლი აქვს გატანილი.

5. მსოფლიოს უდიდეს ქვიშიან უდაბნო საჰარაში, რომლის ასაკიც დაახლოებით 2.5 მილიონ წლად მოაზრება, თოვლი მხოლოდ 2–ჯერ მოვიდა – 1976 და 1979 წლებში.

6. ყავის სამშობლო ეთიოპიაა.

7. ზეწრის გამომგონებლად ითვლება ფრანგების მეფის კარლოს დიდის დედა, ვინაც მე–8 ს–ის ისტორიული ქრონიკების თანახმად, სახელმწიფო საქმეებით დაღლილ საკუთარ ვაჟიშვილს, ხის საწოლზე მოსასვენებლად სუფრა გადაუფარა.

8. ღორის ორგაზმი 20 წუთს გრძელდება.

9. ბრმა ჰომეროსის ნაწარმოებები პირველად რუსულად ითარგმნა კუზიანი გნედიჩის მიერ, ვინაც დრამატურგი, მთარგმნელი და ისტორიკოსი გახლდათ.

10. რუსი მეიგავე ივანე კრილოვი, ბლინების უზომო რაოდენობის მიღების (მირთმევის) გამო გარდაიცვალა.

Comments

comments