fbpx

იცით თუ არა, რომ…

საინტერესო ისტორიათა ათეული გელით, რომელიც განეკუთვნება რუბრიკას – „იცით თუ არა, რომ…“

1. ფაშიზმის იტალიელმა ფუძემდებელმა და დიქტატორმა – ბენიტო მუსოლინიმ, კითხვა 4 წლის ასაკში ისწავლა, ხოლო 5 წლის ასაკში, კი იგი კარგად ფლობდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებასაც.

2. მტრედი – საფოსტო მომსახურეობისთვის პირველად ძველი ეპოქების ეგვიპტეში გამოიყენეს.

3. დიდი გერმანელი ფიზიკოსი – მაქს პლანკი, ალპინიზმით იყო გატაცებული. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ თავის სიცოცხლის მეცხრე ათწლეულშიც კი მას ეს ლტოლვა არ განელებია და კვლავაც ადიოდა ალპების მწვერვალებზე.

4. არყის ხემ ყინვაგამძლეობის ყველა რეკორდი მოხსნა! საქმე იმაში გახლავთ, რომ მას 70 გრადუს-ცელსიუსი ყინვის გადატანაც შეუძლია.

5. ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (1754 – 1838), ვინაც პირადი გამორჩენის მიზნით ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს, ხელმძღვანელობდა პრინციპით: „ფული, ფული – სხვა ყველაფერი თავისით მოვა“. სწორედ მისი ზნეობას მოკლებული არაერთი საქციელის გამო, სიტყვა “ტალეირანი” გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი.

6. პირველი ბალერინა ქალი, სცენაზე მხოლოდ 1681 წ-ს გამოჩნდა. მანამდე ბალეტს მხოლოდ მამაკაცები ცეკვავდნენ.

7. ადოლფ ჰიტლერის წიგნი – „ჩემი ბრძოლა“ და მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგის – ალფრედ როზენბერგის წიგნი – „მეოცე საუკუნის მითი“, გერმანული ნაციზმის ორ ბიბლიად არის წოდებული.

8. სპარსეთის გერბზე გამოსახულ ლომს, ქართველები დაცინვით – კატას ეძახდნენ.

9. ალბერტ აინშტაინი გიმნაზიაში სწავლისას, ჯოხის დისციპლინის, კლასის დამრიგებელთა შეუზღუდავი უფლებებისა და ლათინურისა და ბერძნულის დაუსრულებელი დაზეპირების წინააღმდეგ გამოდიოდა.

10. „სტუდენტების ქალაქი“ – ასე მოიხსენიებენ იტალიურ ქალაქ ბოლონიას, სადაც ევროპის ყველაზე ძველი უნივერსიტეტია განთავსებული.

Comments

comments