fbpx

იცით თუ არა, რომ …

გთავაზობთ თვალი გადაავლოთ საინტერესო ინფორმაციათა ათეულს, რუბრიკიდან – „იცით თუ არა, რომ…“

1. ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის საყოველთაოდ ცნობილ ლორდ-პროტექტორს – ოლივერ კრომველს, ერთი უჩვეული თვისება ახასიათებდა. კერძოდ, იგი ზედიზედ სამი ღამე არ იძინებდა ერთი და იმავე საწოლში.

2. ტროპიკული ბალახოვანი მცენარე ანანასი, რომელიც შესანიშნავი ეგზოტიკური ნაყოფითაა გამორჩეული, ორი ქვეყნის ეროვნულ გერბზეა გამოსახული: იამაიკა და ანტიგუა და ბარბუდა.

3. ზღარბის კუდის სიგრძე უმეტესწილად – 3 სმ-ს არ აღემატება.

4. ანტიკური ხანის რომში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა სენატორი უცილობლად ცოლიანი უნდა ყოფილიყო.

5. სხვა არაერთ საერთაშორისო დღეებს შორის, საზამთროს საერთაშორისო დღეც გახლავთ, რომელიც 3 აგვისტოს აღინიშნება.

6. სტატისტიკოსთა მიერ დადგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ქალის სახელია – ანა. მათივე ცნობით, ჩვენს პლანეტაზე სულ 100 მილიონი ანას სახელის მატარებელი მანდილოსანი ცხოვრობს. აღნიშნული სახელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფორმითაა გავრცელებული. ასე მაგალითად: ანა, ენი, ანეტა, ანასტასია და სხვა.

7. „მეფე შეუცდომელია“! სწორედ ამგვარი სახის ჩანაწერი იყო გაკეთებული, ინგლისის პირველ კონსტიტუციაში.

8. სიამის მშვენიერი სახეობის კატებზე ფანატიკურად იყვნენ შეყვარებულები იმგვარი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: ელიზაბე ტეილორი, ვივიენ ლი, პოლ ნიუმენი, ჯეინ ფონდა, კიმ ნოვაკი და კლარკ კეიბლი. თითოეულ მათგანს შინ არაერთი სიამის კატა დიდ პატივში ჰყავდათ.

9. მას შემდეგ, რაც 1744 წ-ს დიდი ფრანგი განმანათლებელი – ჟან-ჯაკ რუსო ვენეციელმა ელჩმა – გრაფმა მონტეგიუმ სამსახურიდან ისე დაითხოვა, რომ ხელფასიც კი არ მისცა, ცხოვრების სახსარს მოკლებულმა და ულუკმაპუროდ დარჩენილმა ჯან-ჟაკ რუსომ, რამდენიმე ხანი იცხოვრა ლათინურ კვარტალში არსებული ერთ-ერთი ქოხმახის სხვენში.

10. გერმანიაში, ფაშისტური რეჟიმის პერიოდში, ახლადდაქორწინებულ წყვილებს გადასცემდნენ ადოლფ ჰიტლერის მიერ დაწერილ წიგნს, სათაურით “Mein Kampf” (ჩემი ცხოვრება). იმხანად ეს ერთგვარად დამკვიდრებული ტრადიციაც გახლდათ.

Comments

comments