იცით თუ არა, რომ…

ვაგრძელებთ საინტერესო ამბების ათეულის წარმოდგენას, რუბრიკიდან – „იცით თუ არა, რომ…“

1. გაეროს მონაცემით, დედამიწაზე ყოველდღიურად 250 000 ადამიანი იბადება.

2. ეგვიტეში კატებს ღვთაებრივ არსებებად მიიჩნევდნენ. გარდა იმისა, რომ კატები გველებსა და მღრღნელებს ანადგურებდნენ, მათ წვრთნიდნენ კიდეც, რომ ნადირობისას დახოცილი ფრინველი მონადირესთან მიეტანათ.

3. ადგილობრივ ენაზე მისისიპი „დიდ მდინარეს“ ნიშნავს.

4. ყველაზე მეტი საფოსტო განყოფილება ინდოეთშია, სადაც მათი რიცხვი 153 792 აღწევს. ამერიკაში კი 38 000 საფოსტო განყოფილებაა.

5. მეცნიერთა მტკიცებით, ცისფერთვალება ადამიანები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.

6. პირველი ამერიკალი მოსამართლე ჯონ ჯეი მონებს თავად ყიდულობდა, რათა ისინი შემდგომ თავადვე გაენთავისუფლებინა.

7. ადამიანი სარკეში საკუთარ თავს 12 – 18 თვის ასაკში აღიქვამს.

8. თომას ედისონმა ელექტონათურის გამოგონებასა და დამზადებაზე მუშაობისას 40 000 გვერდი დაწერა.

9. იუგოსლავიაში ყველაზე პოპულარული სიმღერაა „ოჩი ჩორნიე“, რადგან ამ ქვეყანაში სილამაზის სიმბოლოდ შავი თვალები მიიჩნევა.

10. 1950 წლამდე ახლო აღმოსავლეთში ფეხბურთი აკრძალული იყო.

Comments

comments