fbpx

იცით თუ არა, რომ …

საინტერესო ინფორმაციათა ათეულს გთავაზობთ, რუბრიკიდან – „იცით თუ არა, რომ…“

1. „ელექტრონული ტელევიზიის პიონერად“ წოდებული – ფილო ტეილორ ფარნსუორტი, რომლის სახელიც ასოცირდება თანამედროვე ტელევიზიის გამოგონებასთან, კატეგორიულად უკრძალავდა თავის შვილებს ტელევიზორის ცქერას.

2. დიდი ფრანგი პოეტი, დრამატურგი და პროზაიკოსი – თეოფილ გოტიე მიიჩნევდა, რომ საკითხავად ყველაზე საინტერესო წიგნი – ლექსიკონი გახლდათ.

3. ვალებში ჩაფლულმა თეოდორე დოსტოევსკიმ, მისი სახელგანთქმული რომანი – „მოთამაშე“, სულ რაღაც 26 დღეში დაწერა – 1867 წ-ს. სრულყოფილი ლიტერატურული ქმნილების ასეთ მცირე დროში დაწერის ერთადერთ მიზანს, სწორედ ავტორის მიერ გასასტუმრებელი ვალები წარმოადგენდა.

4. „მსოფლიო ხელოვნების სიმბოლოდ“ შერახცულ – ლუვრში, 380 000 ექსპონატია დაცული, რომელთაგან საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილია მხოლოდ 38 000 (10%) ექსპონატი.

5. კალიების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 15 დღეა.

6. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ყინულის ჰოკეის სამშობლოს კანადა (კერძოდ კი ქალაქი მონრეალი) წარმოადგენს, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ამ უნიკალურმა ქვეყანამ მხოლოდ და მხოლოდ 2008 წ-ს მოიპოვა. ცნობისათვის, ყინულის ჰოკეიში პირველი მატჩი ჩატარებულ იქნა 1875 წ-ის 3 მარტს, ხოლო ამავე სპორტული სახეობის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, 1920 წ-ს ჩატარდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში.

7. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ქალის არცერთი ძეგლი არ არის აღმართული.

8. მე-20 ს-ის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად მიიჩნეოდა დიდი შოტლანდიელი მწერალი – არტურ კონან დოილი.

9. ჩინური ლიტერატურის უძველეს ძეგლად მიჩნეულია ხალხური სიმღერებისა და საკულტო ჰიმნების კრებული, სახელწოდებით – „შიძინი“, ანუ – „სიმღერების წიგნი“. იგი შეიქმნა ძვ.წ.აღ-ით 1200 წლიდან – ძვ.წ.აღ-ით 600 წლებამდე პერიოდებში.

10. სამხრეთ აფრიკაში არსებულ სახელმწიფოს – ბოტსვანის რესპუბლიკას, ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე – ბეჩუანალენდი ერქვა.

Comments

comments