კარიბის ზღვის სანაპირო ზოლის მდიდრული ვილა სტუმრებს ელის

ვილა, რომლის სახელწოდებაა Cerulean–ი, კარიბის კუნძულებისა და მთლიანი სანაპირო რეგიონის მარგალიტად მოიაზრება. უზადოდ მოვლილი ბაღებით უზრუნველყოფილი კერძო საკუთრება განთავსებულია ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური სანაპირო ზოლის თვალწარმტაც ლანდშაფტში და ყველაზე პრეტენზიულ დამსვენებელსაც კი დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება.

მდიდრული საცხოვრებლის ინტერიერის ავტორი ნიუიორკის სახელგანთქმული დიზაინერი სკოტ სალვატორი გახლავთ, ვინაც ყველა წესსა და ზღვარს გადააჭარბა, რათა სტუმართათვის უჩვეულოდ ელეგენტური და შთამბეჭდავი ატმოსფერო შეექმნა.

კეთილმოწყობილი ტერასებით უზრუნველყოფილი ორდონიანი ნაგებობა მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელთა შორისაცაა: მაღალტექნოლოგიური ტელევიზორები, სეიფები, უსადენო ინტერნეტი, კონდიცირება და ვენტილირება. ვილაში 9 უზარმაზარი საძინებელი და ცალკეული სააბაზანოებია. დამსვენებელთ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ: ექსკლუზიური სასმელებით უზრუნველყოფილი ბარით, მედიის ოთახით, მუსიკალური ბიბლიოთეკით, სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილი ოთახით, გასართობი ოთახით, სპა–სალონით და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით უზრუნველყოფილ სატრენაჟორო დარბაზით. დასვენების პაკეტში შედის მაღალკვალიფიცირებული მომსახურე პერსონალის 24–საათიანი მომსახურეობა, რომელთა შორისაცაა: მაჟორდომის, დასუფთავების, შეფ–მზარეულის, მძღოლისა და დაცვის სერვისი. ალბათ ურიგო არ იქნება წელი ამგვარად დაიწყოთ, არა?

Comments

comments