კარტიეს ორი უახლესი მოდელის მაჯის საათი

კარტიემ სულ ახლახანს წარმოადგინა კოლექცია Rotonde De Cartier Mysterious–ის ორი ახალი მოდელი, რომელთაგან ერთ–ერთი მაჯის საათი, სახელწოდებით – „Day & Night“–ი ღირს 63 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე – „Double Tourbillon“–ისა კი 216 000 აშშ დოლარიდან იწყება და შემოთავაზეულ იქნება როგორც 324 000, ასევე 530 000 აშშ დოლარიანი ვერსია.

48–საათიანი სარეზერვო სვლის მქონე – Rotonde de Cartier Mysterious Day & Night–ი წამოადგენს 18–კარატიან თეთრი ოქროს მასალის, 40–მილიმეტრიანი კორპუსის მქონე მდიდრულ მოდელს, რომლის საფირონის მასალის სარქველის ქვეშაც 174 კომპონენტია განთავსებული.

Rotonde de Cartier Skeleton Mysterious Double Tourbillon–ი გახლავთ პლატინის მასალის, 45–მილიმეტრიანი კორპუსის მქონე მოდელი, რომელიც ბრილიანტებითაა უზრუნველყოფილი. სიახლე აღჭურვილია ე.წ. 9465 MC–კალიბრით, რაც მას 52 საათიანი სარეზერვო სვლის შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება სიახლეთა საფასურს, Rotonde de Cartier Mysterious Day & Night–ის ფასი 63 000 აშშ დოლარია, ხოლო Rotonde de Cartier Skeleton Mysterious Double Tourbillon–ი 216 000 აშშ დოლარი ღირს, თუმცა ალმასებით ინკრუსირებული კორპუსის მქონე ამავე მოდელის საფასური 324 000 აშშ დოლარი იქნება, ხოლო ბრილიანტებით ინკრუსტირებულ მოდელს, კი უკვე 530 000 აშშ დოლარად შეიძენთ.

Comments

comments