კლასიკური სტილის სპორტული ავტომობილი TVR Griffith 2018

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა სახელგანთქმულმა ბრიტანულმა კომპანია TVR–მა, ბრიტანეთში გამართულ ფესტივალ – Goodwood Revival–ზე წარადგინა კლასიკური სტილის ორადგილიანი სპორტული ავტომობილი – TVR Griffith.

სპორტული ავტო TVR Griffith-ი, რომელიც ზომის თვალსაზრისით Porsche 911–ზე უფრო პატარა და F-Type–ზე უფრო კომპაქტურია, 1250 კგ–ს იწონის. იგი აღჭურვილია ფორდის V8–ტიპის 5-ლიტრაჟიანი ძრავით, რაც ავტომობილს 500 ცხ. ძალით უზრუნველყოფს. სიახლეს ადგილიდან 100 კმ/სთ–ის ასაკრეფად 4 წამი ესაჭიროება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 321 კმ/სთ–ი გახლავთ. TVR Griffith–ი უზრუნველყოფილია Tremec Magnum XL–ის სიჩქარეთა გადაცემის 6–საფეხურიანი მექანიკური კოლოფით.

ავტომობილის ძარა, რომელსაც წინა ღრმა გამყოფი და უკანა ინტეგრირებული დიფუზორი აქვს, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკს წარმოადგენს. ასევე უპირატესობით გამოირჩევა შასის ნახშირ–ბოჭკოვანი მასალის შიდა პანელები, რომლებიც ფოლადის ჩარჩოს უკავშირება.

რაც შეეხება TVR Griffith–ის სალონს, იგი TVR–ის ხაზის კულტური მოდელებისამებრ ჩვეული უზრუნველყოფითა და სიმარტივითაა წარმოდგენილი, თუმცა მწარმოებლებმა იგი დამატებით უზრუნველყვეს მძღოლზე ორიენტირებული ციფრულ ხელსაწყოთა კიდევ რამდენიმე ღილაკით.

აღსანიშნავია, რომ სიახლის პირველი 500 ეგზემპლარი ე.წ. სპეც–გამოცემად მოიაზრება, რომელიც სპეციალური კონფიგურაციით, შეფერილობათა არჩევანით და დამკვეთის მიერ შემოთავაზებული კიდევ სხვა მოთხოვნებით გამოიცემა. თითოეული მათგანის საფასური კი არანაკლებ £90,000, ან დაახლოებით $120,000 იქნება.

Comments

comments