fbpx

კომოს ტბის მდიდრული სასტუმრო Lago di Como

შესაძლოა ამ ეტაპზე ვერ შეძლებთ იტალიაში გამგზავრებას, კორონავირუსთან დაკავშირებულ, მსოფლიოში არსებული შეზღუდვების გამო, თუმცა იმედია, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და მოგზაურობის მოყვარულთ ისევ ექნებათ შანსი დატკბენ მსოფლიოს არაერთი თვალწარმტაცი კუთხის მონახულებით. სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება -„Mandarin Oriental“-ის მიერ შემოთავაზებული პაკეტი, სახელწოდებით „ახალი სეზონი, ახალი სენსაცია“, რომელიც იტალიის ულამაზესი კომოს ტბის სანაპიროზე არსებულ, მდიდრულ სასტუმრო – „Lago di Como“-ში დასვენებას გულისხმობს.

რუდუნებით მოვლილი ბაღებით გარშემორტყმული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ავტორები გახლავთ, ინტერიერის სახელგანთქმული დიზაინერი – ერიკ ეგანი და ლანდშაფტების იტალიელი არქიტექტორი – პატრიცია პოცცი.

განახლებული სასტუმრო, სადაც მესვეურნი სტუმრებს დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდებიან, მოიცავს ლუქსის ტიპის 73 ნომერს და ყოველმხრივ კომფორტულსა და იმავდროულად პერსონალური აუზებით უზრუნველყოფილ სივრცულ კერძო ვილებს, რომლებიც ასევე აღჭურვილია სასადილოდ და მოსასვენებლად მიჩნეული ტერასებითა და პირადი სამზარეულოებით.

დამსვენებელთ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპა-სალონით, რომელშიც გარდა სხვა პროცედურებისა – „Mandarin“-ის საფირმო პროცედურები და სპეც-მასაჟები შედის.

გურმანებს კი შანსი ექნებათ ეწვიონ ბარს, ან სასტუმროს ტერიოტორიაზე არსებულ მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორან – „L˜ARIA“-ს და დააგემოვნონ საყოველთაოდ სახელგანთქმული, უგემრიელესი კერძები.

პაკეტის 1 ღამის ღირებულება 650 ევროდან იწყება, რაშიც შედის ავტომობილის მეშვეობით გადასაადგილებელი უფასო ტრანსფერი, 2 პერსონაზე გათვლილი ტბისპირა საუზმე და ვახშამი რესტორან – „L˜ARIA“-ში, რომელიც ასევე 2 პერსონაზე იქნება გათვლილი და სამი სხვადასხვა სახეობის კერძით იქნება წარმოდგენილი.

Comments

comments