კუნძულ ბალის სანაპირო ზოლის საოცნებო კურორტი

ინდონეზიის კუნძულ ბალის ყველაზე პოპულარულ სანაპირო ზოლზე არსებული კურორტი Belmond Jimbaran Puri, რომელიც 64 ექსტავაგანტული კოტეჯითა და ვილებითაა უზრუნველყოფილი, საოცნებო დასვენებას გთავაზობთ.

კურორტზე ყოველგვარი პირობაა დაცული, სტუმართა სანიმუშო დასვენებასა თუ გართობისათვის, სადაც მაღალკვალიფიცირებული პერსონალი სტუმრებს 24–საათიან მომსახურეობას გაუწევს. ჯანსაღი ცხოვრებისეული წესის მოყვარულთ კი შესაძლებლობა ექნებათ იოგით ან ტაი–ჩის მედიტაციით პირდაპირ სანაპირო ზოლზე ან სასტუმროსავე ბაღში დაკავდნენ. იქ ასევე შემოგთავაზებენ სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს, რაფტინგსა და კაიაკინგს.

Comments

comments