fbpx

კუნძულ მიკონოსის შთამბეჭდავი ვილა Groovy

ეგეოსის ზღვის თვალწარმტაც პეიზაჟს არაერთი მომხიბვლელი ვილა ამშვენებს, თუმცა ამჯერად, სამოგზაურო კომპანია – „Kinglike Concierge“-ის წევრების მიერ შემოთავაზებულ, ულამაზეს ვილა – „Groovy“-ზე შევაჩერებთ არჩევანს, რომელიც ეგეოსის ზღვის სამხრეთით არსებულ კუნძულ მიკონოსზეა განთავსებული.

პრესტიჟული ადგილმდებარეობის ფერდობზე არსებული ვილა, საიდანაც ეგეოსის ზღვის მომაჯადოებელი პეიზაჟები იშლება, ტრადიციული კიკლანდური არქიტექტურის დეტალებით გამოირჩევა. 450 კვ. საცხოვრებელი ფართის მქონე მდიდრული ვილა გათვლილია 12 სტუმარზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ ვილაში სრული იდილია მოიწყონ.

გემოვნებით მოწყობილი და უჩვეულოდ დეკორირებული ვილა, სადაც ხის მასალის ავეჯი, ორიგინალური სანათი საშუალებანი და დეკორის შთამბეჭდავი ელემენტებია გამოყენებული, მოიცავს: სივრცულ მისაღებს, სასადილოს, პერსონალური სააბაზანოებითა და საშხაპეებით უზრუნველყოფილ 6 საძინებელს, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სამზარეულოს, სახლის კინოთეატრს, ღვინის სარდაფს, სატრენაჟორო დარბაზს, სასადილოდ და მოსასვენებლად განკუთვნილ არაერთ ღია სივრცეს, 2 ლაუნჯსა და პანორამულ საცურაო აუზს.

სტუმართა მოსახურეობაში შედის აეროპორტიდან ვილამდე უფასო ტრანსფერი, საცხოვრებლის ყოველდღიური დალაგება-დასუფთავება, კვირაში ორჯერ თეთრეულის შეცვლა, პერსონალური პროფესიონალი კონსიერჟი და პერსონალური გიდი, რომელიც კუნძულ მიკონოსის ღირსშესანიშნაობების დათვალერებაში გაუწევს სტუმრებს მეგზურობას. რაც შეეხება საფასურს, იქ გატარებული 1 ღამისთვის მოგიწევთ გაიღოთ – 1470 ევროდან 5555 ევრომდე (რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ სერვისის სიუხვეზე).

Comments

comments