ლამბორგინის ახალი მოდელი Verde Bronte Lamborghini Centenario

18 ოქტომბერს ჰონკონგში შედგა ლამბორგინის ახალი საგამოფენო დარბაზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რასთან დაკავშირებითაც იტალიელმა მწარმოებლებმა მათ მიერ შექმნილი ერთადერთი ახალი მოდელი – Verde Bronte Lamborghini Centenario წარადგინეს.

მქრქალი მწვანე შეფერილობის სიახლე ნახშირბოკოვანი მასალისაგანაა დამზადებული და Nero Ade black–ისა და Alcantara–ს ტყავის მასალით უზრუნველყოფილი ინტერიერიცა და ექსტერიერიც დეკორირებულია ოქროს ნახშირბოჭკოვანი კონტრასტული ჩანართებით, რომელიც ლამბორგინის Ad Personam–ის პროგრამირების მეშვეობით შეიქმნა. ეგზოტიკური დეკორი არა მხოლოდ ავტომობილის სახურავს, კაპოტს, უკანა ფრთებსა და გვერდითა სარკეებს ამშვენებს, არამედ ბორბლებსაც კი.

ავტომობილი უზრუნველყოფილია V12–ტიპის ძრავით, რომელიც 759 ცხ. ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად მას 2.8 წამი ჰყოფნის, ხოლო 0–დან 300 კმ/სთ–ს 23.5 წამში დაფარავს. Verde Bronte Lamborghini Centenario–ს ხელწიფება განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ–ი.

აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის შეძენის რაოდენ დიდი მოსურნეც არ უნდა იყოთ, იგი არ გაიყიდება, რამდენადაც მას უკვე ჰყავს იღბლიანი მფლობელი.

Comments

comments