fbpx

ლეიკას ახალი ფოტოაპარატი Leica S3, 18 995 აშშ დოლარი ეღირება

ფოტოაპარატ – „Leica S2“-ის გამოცემიდან 10 წლისთავზე, ფოტოაპარატების, ოპტიკური ლინზებისა და ზუსტი მექანიკის ხელსაწყოების წარმოებაზე ორიენტირებულმა, სახელგანთქმულმა გერმანულმა კომპანია – „ლეიკა“-მ, მათი ბოლო ფლაგმანი – „Leica S3“ წარმოადგინა, რომლის საფასურადაც 18 995 აშშ დოლარი მოიაზრება.

ვიზუალურად სიახლე ძალზედ წააგავს მის წინამორბედს, თუმცა იგი უზრუნველყოფილია: სრულიად უახლესი 64-მეგაპიქსელიანი – CMOS-სენსორით, 30 x 45 მმ-ის მქონე საშუალო ფორმატთ, 4K-ვიდეო გაფართოებით, ე.წ. Leica Maestro II-პროცესორითა და „Leica S“-ის ლინზებით, რაც მას შესაძლებლობას აძლევს აღბეჭდოს უპრეცენდენტოდ მაღალი ხარისხის მქონე, ყველაზე დრამატული კადრები, როგორც სტუდიაში, ასევე ღია ცის ქვეშ.

ფოტოკამერის – ProFormat-სენსორი მუშაობს – ISO-ს შუქმგრძნობელურ სისტემაზე 100-50,000-მდე დიაპაზონით და ნებისმიერ განათებაზე ხელეწიფება წამში 3 კადრის გადაღება – AF-ფაზური დეტექციისა და 2GB-ბუფერული მეხსიერების საშუალებით.

როგორც მწარმოებლები განმარტავენ, ესაა ფოტოაპარატი – “The One”, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს – Cine 4K (4,096 x 2,160) 8-ბიტიანი ვიდეოსთვის, 24 fps-თან ფერის გარჩევადობით – 4:2:2, ხოლო 30 fps-თან კი – Full HD-ით. „Leica S3“-ს ასევე გააჩნია ინტეგრირებული სტერეომიკროფონი, რომელსაც ხელეწიფება აუდიო ჩანაწერის ფიქსირება 16-ბიტიან / 48 კილოჰერცზე, თუმცა არსებობს ე.წ. აუდიო ჯეკიც, თუ შიდა მიკროფონის გამოყენების სურვილი იქნება.

სიახლე ასევე აღჭურვილია უახლესი – 0.87x-ვიზირით, რომელიც კადრის თითქმის 98%-ს ფარავს და უკან განთავსებული, 3-დუიმიანი LCD-მონიტორით, რომელიც სამწუხაროდ, სენოსრული არ გახლავთ.

უამინდობისგან დაცული ფოტოკამერის კორპუსს ასევე გააჩნია ინტეგრირებული – 802.1n Wi-Fi, რაც შესაძლებლობას იძლევა, როგორც ლეიკას – „Fotos App“-სთან, ასევე iOS-სა და Android-ებთან სინქრონიზირებისა. „Leica S3“ ასევე უზრუნველყოფილია მონოქრომული პარამეტრების პანელით, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ფოტოკამერის პარამეტრების ძალზედ სწრაფი შემოწმება.

Comments

comments