ლუი მუანეს ექსკლუზიური ოქროს საათი Singapore Edition $71,000 ღირს

საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა ბრენდმა ლუი მუანემ, სინგაპურის 53–ე ეროვნულ დღესთან დაკავშირებით წარმოადგინა ახალი საათი „Singapore Edition“, რომელზეც სინგაპურის ჰორიზონტი მონოქრონული დეტალებითაა დატანილი.

საათზე აპლიკაციის სახით ოქროს მასალით ასახულია სინგაპურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობანი და სტრუქტურები, რომელთა შორისაცაა კოშკის ფორმის სასტუმროები, ლოტოსის ფორმის მხატვრულ–მეცნიერული მუზეუმი, სინგაპურის სამეთვალყურეო ბორბალი და ბეი პარკის ბაღები.

ლიმიტირებული სიახლის სერია მოიცავს ვარდისფერი ოქროს მასალით შესრულებულ 19 საათს, ხოლო 65 ეგზემპლარი კი ფოლადის მასლისგანაა დამზადებული. საათის კორპუსის ზომაა 43.2 მმ. იგი მექანიკურია და მოძრაობისას თავად იმართება, ხოლო უძრავ დგომარეობაში ხელეწიფება 48 სთ–ის განმავლობაში უწყვეტად იმუშაოს.

რაც შეეხება მის საფასურს, ფოლადის ვერსია 32 000 აშშ დოლარი, ხოლო ვარდისფერი ოქროს მასალისგან დამზადებული კი 71 000 დოლარი ღირს.

Comments

comments