fbpx

მაიამი ბიჩის შთამბეჭდავი საცხოვრებელი 18 900 000 აშშ დოლარი ღირს

უძრავ ქონებათა გასაყიდ სიას, სულ ახლახანს კიდევ ერთი თვალწარმტაცი საცხოვრებელი მიემატა, რომელიც ფლორიდის შტატის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე საკურორტო ქალაქ მაიამი ბიჩის მშვენება გახლავთ და რომელიც 18 900 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

სანაპირო ზოლის ჩინებული კერძო საკუთრება, რომელიც 10 000 კვ ფუტზეა განთავსებული მოიცავს: თანამედროვე სტილით დეკორირებულსა და სპეც-შეკეთით ავეჯირებულ 6 საძიებელს, სასტუმროსა და სასადილო ოთახებს, კაბინეტს, კინოთეატრს, ბარს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოს, ასევე სასადილო, მოსასვენებელი და გასარუჯი დანიშნულების მქონე ღია და ნახევრადღია კეთილმოწყობილ ტერასებს და 3 ავტომობილზე გათვლილ ავტოფარეხს. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლის მთლიანი ტერიტორია აღჭურვილია უმაღლესი კლასის 12-კამერიანი დაცვის სისტემით.

რაც შეეხება პალმებით, გაზონებითა და დეკორატიული მცენარეებით უზრუნველყოფილ ექსტერიერს, მას 44 ფუტის სიგრძის ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი ამშვენებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლის მომავალი მეპატრონის მფლობელობაში იქნება კერძო მფლობელობაშივე არსებული დოკი, რომლითაც ალბათ იახტების მოყვარულნი განსაკუთრებით დაინტერესდებიან.

Comments

comments