fbpx

მაიკლ კორსის ახალი სუნამო WONDERLUST

ამერიკელმა დიზაინერმა მაიკლ კორსმა, ვინაც ქალისა და მამაკაცის სამოსის, ფეხსაცმლის, სამკაულების, აქსესუარებისა და სუნამოების წარმოებაზე ორიენტირდება, წარმოადგინა ახალი პარფიუმერული სითხე – „WONDERLUST“-ი.

სიახლისთვის განკუთვნილ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მიიღო ჯიჯი ჰედიდმა, სადაც ამერიკელმა ლამაზმანმა რეკლამირება გაუწია ახალ სურნელს, რომელიც სარეკლამო კამპანიისთვის სპეციალური, არასტანდარტული ზომის ფლაკონით იქნა წარმოდგენილი.

პარფიუმერული სითხე – „WONDERLUST“-ი დამზადებულია ნუშის რძის, მიხაკისა და სანდალის ხის ნაზ ტონებზე. სიახლის შეძენა მიმდინარე თვიდან უკვე შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება მის საფასურს, 100 მილილიტრიანი ფლაკონის ღირებულება, 118 აშშ დოლარი გახლავთ.

Comments

comments