მაკლარენის საიუბილეო ველოსიპედი S-Works Roubaix

მაკლარენმა გრან–პრის 50 წლისთავთან დაკავშირებით ახალი საიუბილეო ველოსიპედი – S–Works Roubaix–ი შექმნა, რომლის საფასურიც $11,500 გახლავთ.

სარბოლო ავტოების ბრიტანელ მწარმოებელ – მაკლარენისა და ველოსიპედებისა და საველოსიპედო სპორტის ინვენტარის მწარმოებელ ამერიკული კომპანია – Specialized–ის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ფუფუნების სიახლე, მაკლარენის ჩვეულ შეფერილობას – Papaya Orange–ს ექვემდებარება. თუმცა ამჯერად სიახლე ექსკლუზიურად, ოდნავ სახეცვლილი ტონით წარმოადგინეს, სახელწოდებით Heritage Orange–ი.

ველოსიპედის ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის ჩარჩოს შეფერილობას Specialized–ის დიზაინერებმა ორიგინალურად შეუხამეს ველოსიპედის ბორბლებიც, რომლებიც მაკლარენის სარბოლო ავტომობილების ბორბლების შთაგონებით შექმნეს. სიახლე უზრუნველყოფილია Shimano–ს ტრანსმისია – Dura Ace Di2–თ და ჰიდრავლიკური მუხრუჭებით.

Comments

comments