მაროკოს კურორტი ეს საადი მარაქეში

თვალწარმტაცი კურორტი “ეს საადი მარაქეში”, სადაც ჭეშმარიტად სამეფო სიტუაცია სუფევს, მაროკოს მეორე უმსხვილეს ქალაქ მარაქეშის მდიდრულ გარეუბანში მდებარეობს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ მომაჯადოებელ ბაღნარში განთავსებულ მდიდრულ აპარტამენტებსა და მცირე ზომის ე.წ. „ქსარებში“ („ქსარი – არაბული სიტყვაა, რომელიც ციხესიმაგრის შესატყვისია), საიდანაც თოვლით დაფარული ატლასის მთების ულამაზესი ლანდშაფტები მოსჩანს.

კერძო ვილები, რომლებიც ტრადიციული დეკორითაა წარმოდგენილი, უზრუნველყოფილია საცურაო აუზებით, რომელთაც წყლის გათბობის სისტემა აქვთ.

კურორტის ტერიტორიაზე ასევეა ფიტნეს–ცენტრი, 2 სპა–სალონი, ჩოგბურთის მოედანი და დიდი საცურაო აუზი.

გურმანებს კი არჩევანის გაკეთება 6 რესტორნის მენიუდან მოუწევთ, სადაც მათ მაროკანულ, ფრანგულსა და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს კერძებს შესთავაზებენ.

Comments

comments