fbpx

მაჯის ახალი საათი Graff Floral

Baselworld 2018–ზე წარდგენილ იქნა სუსტი სქესისთვის შექმნილი მაჯის ახალი საათი – „Graff Floral“–ის მდიდრული სერია, რომელმაც ექსპერტთა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სამხრეთ აფრიკული ყვავილებით დეკორირებული და ბრილიანტის ქვებით უხვად მოოჭვილი სიახლე, რომელიც სახელგანთქმული ბრიტანული საიუველირო კომპანიისა და შვეიცარიული საათების მწარმოებელთა პირმშოა, წარმოდგენილ იქნა ოთხი შეფერილობით: ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და თეთრი.

ნაკეთობის ციფერბლატის შექმნისას გამოყენებულ იქნა ზედმიწევნით რთული და დახვეწილი ტექნიკა, რომელიც ნიმუშთა ემალირებას, მიკროფერწერასა და ბრილიანტის ქვების ინკრუსტირებას მოიცავდა. ხელნაკეთი საათების თითოეული მოდელის შემნას, დახელოვნებულმა ოსტატებმა 50 სთ–ი მოანდომეს.

აღსანიშნავია, რომ 18–კარატიანი თეთრი ოქროს მასალით შესრულებულ, 37 მმ–ის კორპუსის მქონე ნაკეთობის ციფერბლატზე ყვავილები ნელი სვლით გადაადგილდება – 8, 10 და 1 სთ–ზე. თითოეული მოდელი ავტომატურად იმართება და უზრუნველყოფილია 46 საათიანი სარეზერვო სვლით. თეთრი მოდელი წარმოდგენილია თეთრი შეფერილობის სამაჯურით, ხოლო ყველა დანარჩენ მოდელს შევი ფერის სამაჯურები ამშვენებს.

სამწუხაროდ, ჯერ არაფერია ცნობილი სიახლეთა საფასურის შესახებ.

Comments

comments