fbpx

მაჯის ახალი საათი MB&F Legacy Machine Thunderdome 280 000 აშშ დოლარი ღირს

შვეიცარიული საათების ბრენდმა – MB&F (Maximilian Busser and Friends)-მა წარმოადგინა უჩვეულო ვიზუალის მქონე მაჯის საათი, სახელწოდებით – „MB&F Legacy Machine Thunderdome“, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა, ხოლო მისი ფასი, კი 280 000 აშშ დოლარი იქნება.

ექსტრავაგანტული სიახლე, რომელიც ორ სახელგანთქმულ მესაათესთან: ერიკ კუადრეესა და კარი ვოუტილაინენთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა, წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამღერძიანი მექანიზმით, რომლებიც რეკორდულ დროში – 8, 12 და 20 წამში ანხორციელებენ ბრუნს.

სიახლე, რომლის დიამერტიც 44 მმ, ხოლო სიმაღლე 22.2 მმ-ია და წყალგაუმტარია 30 მ-ის სიღრმემდე, ლიმიტირებული ოდენობით, ორ ვერსიად გამოიცემა.

ვერსიათაგან ერთ-ერთი მაჯის საათის ჩარჩო, რომელიც დამზადებულია პლატინის მასალისგან და უზრუნველყოფილია ღია ლურჯი შეფერილობის ციფერბლატით, სულ – 33 ეგზემპლარად გამოიცემა, ხოლო მეორე ნაირსახეობა, რომელიც ტანტალის მასალის ჩარჩოთი და მუქი ლურჯი ფერის ციფერბლატითაა წარმოდგენილი, მხოლოდ – 10 ეგზემპლარად.

ორივე ნაირსახეობა აღჭურვილია ალიგატორის ტყავის მასალისგან დამზადებული, ლურჯი შეფერილობის სამაჯურით, რომელთაც მათივე ჩარჩოს მასალის შესაბამისი შესაკრავი ამშვენებს.

Comments

comments