fbpx

მაჯის ახალი საათი Zenith DEFY Classic Mykonos Edition

მდიდრული საათების წარმოებაზე ორიენტირებულმა, სახელგანთქმული შვეეიცარიული კომპანია „ზენიტ“-ის წევრებმა, წარმოადგინეს მაჯის ახალი საათი – „Zenith DEFY Classic Mykonos Edition“-ის სპეციალური გამოცემა, რომელიც ლიმიტირებული ოდენობით, მხოლოდ 25 ეგზემპლარად გამოიცემა და რომლის საფასურიც 7 900 ევრო იქნება.

სიახლე სპეციალურად შეიქმნა საბერძნეთის კუნძულ მიკონოსის საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით, რაც მის სახელწოდებაზეც აისახება. მაჯის საათი წარმოდგენილია ცისფერი კერამიკისგან დამზადებული კორპუსით, რომლის დიამეტრი – 41 მმ, ხოლო სიმაღლე, კი – 10.75 მმ გახლავთ. საფირონის მასალის სარქველის მქონე ციფერბლატს, რომელიც როდიუმის მასალისგან დამზადებული ისრებითა და ციფრების სანაცვლო ნიშნულებითაა უზრუნველყოფილი, საბერძნეთის დროშის შესაბამისი ფერები: ცისფერი, თეთრი და რუხი ამშვენებს.

მაჯის საათი მოიცავს – 25.60 მმ დიამეტრის მქონე მექანიზმის ავტომატურ კარკასს, რომელიც 187 კომპონენტისა და 27 ძვირადღირებული ქვისგან შედგება. სიახლეს ხელეწიფება საათების, წუთების, წამებისა და თარიღის ჩვენება, იგი წყალგაუმტარია 100 მ-ის სიღრმემდე და უზრუნველყოფილია 50-საათიანი სარეზერვო სვლით.

„Zenith DEFY Classic Mykonos Edition“-ი წარმოდგენილია ორი სამაჯურით, რომელთაგან ორივე რეზინის მასალისაა და ტიტანის მასალის შესაკრავი ბალთით ბოლოვდება. მართალია სამაჯურების შიდა მხარე (ის, რომელიც მაჯას ეკვრის) თეთრია, თუმცა ორი ნაირსახეობიდან, ერთ-ერთი მათგანის ზედაპირი წარმოდგენილია საათის კორპუსისავე შესაფერი შეფერილობით, რომელზეც დატანილია ე.წ. – ‘Mykonos Pavement’-ის („მიკონოსის ასფალტი“-ს) ამსახველი გრავიურა, ხოლო მეორე კი განსხვავებულად გრავირებული, მთლიანად თეთრი შეფერილობის, დამატებითი სამაჯურია.

Comments

comments