fbpx

მაჯის ექსტრავაგანტული საათი Haute Joaillerie Sapphire Orbe 904 000 აშშ დოლარი ღირს

მდიდრული საათების წარმოებაზე ორიენტირებული შვეიცარიული კომპანია – „Audemars Piguet“-ს წევრებმა კვლავაც შეძლეს პუბილიკისა და ექსპერტთა გაოცება, მათ მიერ სულ ახლახანს წარმოდგენილი მაჯის ექსტრაორდინალური საათი – „Haute Joaillerie Sapphire Orbe“-ს მეშვეობით.

ორიგინალური ნაკეთობის სახელწოდება უკავშირდება შვეიცარიის პატარა სოფელ – „Le Brassus“-ში არსებულ მდინარეს (ეს გახლავთ ადგილმდებარეობა, სადაც ფაქტიურად – „Audemars Piguet“-ს ისტორია დაიწყო). სწორედ ამიტომაცაა, რომ ბრილიანტებითა და საფირონის ქვებით მოოჭვილი სიახლე, ვიზუალურად მთარის შუქის ანარეკლებით აღბეჭდილ მდინარესთან ასოცირდება.

უჩვეულო დიზაინის მქონე სიახლის ცენტრში განთავსებულია 2 სმ-ის სიმაღლის, მუქი ლურჯი საფირონის მბრუნავი სფერო, რომლის მეორე მხარის (ფსკერის) მიღმაც 18-კარატიანი თეთრი ოქროს მასალისა და ნარინჯისფერი საფირონის ქვებით ნამზადი ციფერბლატი მოსჩანს. გუმბათოვანი ფორმის გარშემო, კი ფოთლის მოყვანილობის მზარდი ფორმებია წრიულად განთავსებული, რომლებიც გენიალურმა მწარმოებლებმა 0.5-დან 1.5 მმ-მდე დიამეტრის მქონე ბრილიანტებისა და საფირონის უმაღლესი ხარისხის იმგვარი ქვებით უზრუნველყვეს, სადაც ლურჯი და ნარინჯისფერი შეფერილობის 6 ტონი შეუხამეს ერთიმეორეს.

ძვირადღირებული ქვების ჯამურმა ოდენობამ, საბოლოოდ 12 000-ს მიაღწია, რომელთაგან თითოეული მათგანი ინდივიდუალურად და რუდუნებითაა ხელით დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ დახელოვნებულმა ოსტატებმა, ნაკეთობის მხოლოდ ძვირადღირებული ქვებით გრავირებას, 1050 სთ-ი მოანდომეს.

სუსტი სქესისთვის განკუთვნილი – „Haute Joaillerie Sapphire Orbe“, რომელიც როგორც არა მხოლოდ ექსტრავაგანტული საათის, არამედ ძალზედ შთამბეჭდავი სამაჯურის დანიშნულებასაც ითავსებს, 904 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

Comments

comments