fbpx

მდიდრული სუპერიახტა CENTAURO

ფუტურისტული დიზაინის მქონე სუპერიახტა „CENTAURO“-ს კონცეპტი, რომელიც საკრუიზო მოგზაურობისათვის 2021 წლის ბოლოსთვის იქნება მზადყოფნაში, მილანში დაფუძნებული, იახტების დიზაინზე ორიენტირებული ფირმა – „Officina Amare“-ს წევრების მიერ განხორციელებული პროექტია.

110 მეტრის სიგრძისა და 19.8 მეტრი სიგანის მქონე მდიდრული სუპერიახტა, რომელიც საზღვაო და კოსმოსური ხომალდების დიზაინის განუმეორებელ ესთეტიკურ ნაზავს წარმოადგენს, გათვლილია 12 სტუმარსა და ეკიპაჟის 38 წევრზე.

„CENTAURO“ მოიცავს: სტუმართათვის გათვლილ 6 სივრცულსა და ყოველმხრივ კეთილმოწყობილ კაიუტას; სუპერიახტის მეპატრონისთვის გათვლილ 2 უზარმაზარ კაიუტას; სასადილოდ, მოსასვენებლად, გასარუჯად და გასართობად მიჩნეულ არაერთ კომფორტულ სივრცეს; ე.წ. სანაპირო ზოლის კლუბს; კონოთეატრს; სპა-სალონს; ლაუნჯს; სატრენაჟორო დარბაზს; მასაჟის კაბინეტს; კაჯუზს; თურქულ აბანოს; პეიზაჟურ საცურაო აუზს; სათვალთვალოსა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანსა და 10 მეტრის სიგრძის მქონე ტენდერს, სადაც საწყალოსნო ტრანსპორტისა, თუ სხვა გასართობ საშუალებათა განთავსებაა შესაძლებელი.

სუპერიახტა აღჭურვილია – „MTU 20V 4000 M73L“-ის ტიპის წყვილი ძრავით, რომელიც მას უზრუნველყოფს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე – 20 კვანძის, ხოლო კრეისერული კი – 18 კვანძის ოდენობით.

Comments

comments