მერსედესის ელექტრონული კაბრიოლეტი მაიბახ 6

კალიფორნიაში, კერძოდ ფებლ ბიჩზე გამართულ კლასიკური ავტომობილების ჩვენებაზე, მერსედესმა სენსაციური ფუფუნების კონცეპტი ვიჟნ მერსედეს მაიბახ კაბრიოლეტი წარმოადგინა, რომელიც თითქმის 6 მეტრის სიგრძის მქონეა და პროექტირებულია, როგორც ელექტრომობილი.

სიახლის უფრო ზუსტი მონაცემები კი ამგვარია: სიგრძე 5.70 მეტრი, სიგანე 2,1 მ, სიმძლავრე 750 ცხ.ძალა, დისკების ზომა 24 დუიმი, გარბენის რესურსი კი 500 კმ–ი. სწორედ ამ ახალი სტუდიური მოდელით სურს ლუქს–ბრენდს ახალი მასშტაბების დამკვიდრება.

რეალურად კი ეს სტუდიური მოდელი მთლად ახალიც არაა, იგი შარშან წარმოდგენილი ვიჟნ მერსედეს მაიბახ 6–ის კაბრიო ვერსია გახლავთ.

(ფოტოზე მარჯვნივ განთავსებულია ახალი კონცეპტი, ხოლო შარშან წარმოდგენილი კი მარცხნივ)

ფუფუნების ელექტრონული კაბრიოლეტი 4 ელექტროძრავითაა უზრუნველყოფილი, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 750 ცხ. ძალას (550 კვტ–ს) იძლევა, რაც იმის გარანტია, რომ ლუქს–კაბრიოს 100 კმ/სთ–მდე 4 წამზე ნაკლებ დროში აჩქარება ხელეწიფება. სიახლის მაქსიმალურ სიჩქარესთან დაკავშირებით, ავტომწარმოებლები ელექტრონულად შეზღუდულ 250 კმ/სთ–ს მოიაზრებენ, ხოლო გარბენის მხრივ ერთი დამუხტვის რესურსს, დაახლოებით 500 კმ–ს გვპირდებიან.

სიახლის ინტერიერი, რომელიც ვიზუალურად იახტას ჰგავს, ძვირადღირებული ტყავის, უმაღლესი ხარისხის ხის მასალისა და ინკრუსტირებული ალუმინის ორიგინალური კომბინაციაა.

Comments

comments