მექსიკის ელიტარული კურორტი კასა–დელ–მარ გოლფი

თეთრი ქვიშისა და ლაჟვარდოვანი სანაპირო ზოლის მახლობლად გაშენებული მომხიბვლელი კურორტი კასა–დელ–მარ გოლფი, მექსიკის საკურორტო ქალაქ კაბო–სან–ლუკასის მახლობლად მდებარეობს.

ეს გახლავთ რომანტიკული დასასვენებელი ადგილი, სადაც გარდა ყოველმხრივ კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლისა, 6 საცურაო აუზი, ჩოგბურთისა და გოლფის მოედნები, გამაჯანსაღებელი სპა–ცენტრი და სხვა უამრავი რამაა, რაც სტუმართა დასვენებას მართლაც რომ შთამბეჭდავსა და დაუვიწყარს გახდის.

კურორტზე გურმანებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ, როგორც მექსიკური, ასევე მსოფლიოს წამყვან სამზარეულოთა მადისაღმძვრელი კერძები, სპირტიანი სასმელები, კოქტეილები და ნატურალური წვენები.

ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ სტუმრებს, კი როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილ სატრენაჟორო დარბაზს, ასევე გოლფისა და ჩოგბურთის მოედნებზე თამაშს, საწყალოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობასა და წყალქვეშა ყვინთვას შესთავაზებენ. გამაჯანსაღებელ სპა–ცენტრში კი დამსვენებელთ შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ სხვადასხვა სახეობის გამამხნევებელი თუ სხეულის მოვლის პროცედურები და არაერთი სახეობის მასაჟი, რომელთა შორისაცაა ე.წ. ცხელი ქვების მექსიკური მასაჟის ცერემონიაც.

Comments

comments