მექსიკის საოცნებო კურორტი გრანდ ველას ლოს კაბოსი

თუ ცხოვრებისეული ყოველდღიური რუტინისგან თავის არიდება გადაწყვიტეთ და ამისთვის იდეალურ თავშესაფარს ეძებთ, მაშინ შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ მართლაც რომ საოცნებო კურორტ გრანდ ველას ლოს კაბოსს, რომელიც პოპულარულ კაბო–სან–ლუკასსა და სან–ხოსე–დელ–კაბოს შორის განთავსებულ ჩილენოს კერძო სანაპირო ზოლზეა გაშენებული.

მრავლისმეტყველი კურორტის დამსვენებლთ ელით 3 უკიდეგანო საცურაო აუზი და მდიდრული ინტერიერითა და დეკორის ელემენტებით უზრუნველყოფილი საცხოვრებლები.

გურმანთა განკარგულებაში იქნება 24 საათიანი რეჟიმით მომუშავე 5 რესტორანი, სადაც ისინი როგორც მექსიკურ დელიკატესებს, ასევე ფრანგული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთ კი დახელოვნებული ინსტრუქტორების თანხლებით წყალქვეშა ყვინთვასა და ვეშაპებზე დაკვირვებას შესთავაზებენ.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დელტაპლანერიზმითა და ცხენზე ჯირითითაც დაკავდნენ, ხოლო ამ დროს კი მათ საშუალება ექნებათ ბავშვები კურორტზე არსებულ სპეციალურ საბავშვო კლუბში დატოვონ.

კურორტ გრანდ ველას ლოს კაბოსზე 2 სპა–ცენტრიცაა, რომელთა შორისაცაა გრანდ ველასის SE Spa და ექსკლუზიური Spa Water Journey, სადაც სხეულის გასაჯანსაღებლად და გასაახალგაზრდავებლად მიჩნეული, პერსონალიზირებული ჰიდროთერაპიის 7–საფეხურიანი რიტუალის გავლაა შესაძლებელი, რომელთა შორისაც მოიაზრება: სარელაქაციო და მანუალური მასაჟი, თბილი წყლის ჯაკუზი, ორთქლისა და მშრალი საუნა, პოლარული საცურაო აუზი, გამაჯანსაღებელი წვენები და სხვა.

მექსიკის საოცნებო კურორტ გრანდ ველას ლოს კაბოსში დამსვენებელთ დაუვიწყარი დასვენება ელით.

Comments

comments