fbpx

მზის სათვალეთა ახალი სარეკლამო კამპანია ‘Hellz Bellz‘

ბელა ჰედიდისა და ძვირადღირებული მეტალის, ძვირფასი საიუველირო ქვებისა და უმაღლესი ხარისხის ტყავის მასალაზე ორიენტირებული, აქსესუარების ამერიკული ბრენდი – „Chrome Hearts“-ის რიგით მესამე კოლაბორაცია შედგა, რის შემდგომაც წარმოდგენილ იქნა ახალი სარეკლამო კამპანია, სადაც 23 წლის ამერიკელმა სუპერმოდელმა თავადვე გაუწია რეკლამირება მზის ორიგინალურ სათვალეთა ნიმუშებს.

ახალ კოლექციაში შემავალი მზის სათვალეები „Chrome Hearts x Bella“, რომლებიც ‘Hellz Bellz‘-ის ხაზს განეკუთვნება წარმოდგენილია, როგორც ჩარჩოს გარეშე, ასევე მართკუთხა ფორმის ჩარჩოებით, რომლებზეც დატანილია ოქროსა და ვერცხლის მასალის აქცენტები. სარეკლამო კამპანიისთვის განკუთვნილი ფოტოებისა და ვიდეორგოლის ავტორია ფოტოგრაფი ლორი ლინ სტარკი.

Chrome Hearts – Hellz Bellz – Bella Hadid Eyewear from ali isaksen on Vimeo.

Comments

comments