fbpx

მიკროსკოპს მიღმა არსებული უჩვეულო სამყარო

მომხიბვლელი ფოტოსესია, სადაც მწერებისა და სპოროვანი მცენარეების მიკროსკოპს მიღმა ასახული გამოსახულებებია თავმოყრილი, ნეირობიოლოგსა და ფოტოგრაფს – იგორ სივანოვიჩს ეკუთვნის.

სივანოვიჩმა, ვინაც ჯანელია ფარმის კვლევით ინსტიტუტთან დაქვემდებარებულ, ჰოუვარდ ჰიუსის სამედიცინო ინსტიტუტის ნეირობიოლოგია, წვრილმანი დეტალებით უხვად გაჯერებული ფოტოები ლაზერულ-სკანირებადი კონფოკალური მიკროსკოპის მეშვეობით გადაიღო, რომელიც ლინზებიანი ტრადიციული მიკროსკოპისკან განსხვავებით, გაცილებით მაღალი შესაძლებლობების მქონეა.

ლაზერულ-სკანირებადი კონფოკალური მიკროსკოპი მიმართულია მაღალხარისხიან სტატიკურ ვიზუალიზაციასა და ფიქსირებული ნიმუშის ცოცხალი უჯრედების დინამიკურ ვიზუალიზაციაზე. ამგვარი მიკროსკოპი გამოირჩევა მაღალი ოპტიკური გარჩევადობით და კონტრასტულობით – მასში არსებული დიაფრაგმის (ოპტიკური ხვრელიანი ფირფიტის) მეშვეობით, რომელსაც ხელეწიფება არასასურველი უბნებიდან მიმართული სინათლის სხივების დაბლოკვა და სასურველი ნიმუშის 3D სტრუქტურების შიდა რეკონსტრუირება.

Comments

comments