მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების უნიკალური სადგამები

დიზაინერული სტუდია „სტექ კერამიქს“–ის წევრებმა წარმოადგინეს მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების უნიკალური სადგამები, რომლებიც კერამიკის მასალისგანაა დამზადებული.

კრეატიული სადგამები, რომლებიც პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგთან ახლოს არსებულ დიზაინერულ სტუდიაში შეიქმნა, სხვადასხვა დიზაინის მქონეა, სადაც არა მხოლოდ მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების განთავსება და დატუმბვაა შესაძლებელი, არამედ ე.წ. სმარტ–საათებისაც.

პასტელის ტონებში წარმოდგენილი, კერამიკის მასალის მართლაც რომ შთამბეჭდავი კოლექცია გათვლილია, როგორც სასტუმრო ოთახის, საძინებლის და კაბინეტის, ასევე სამზარეულოს დიზაინის დასამშვენებლადაც.

Comments

comments