მომავლის უსწრაფესი ჰიპერავტომობილი Venom F5

ამერიკული სატიუნინგო სახლი – Hennessey Performance–ის წევრებმა, რომელთა სახელსაც უკავშირდებიან იმგვარი სპორტული და სუპერ–ავტომობილები, როგორებიცაა: ფერარი, პორშე, მაკლარენი, დოჯი, ფორდი და სხვა, წარმოადგინეს ჰიპერავტომობილი, სახელწოდებით Venom F5, რომელიც უახლოესი მომავლის ყველაზე სწრაფმავალ ავტოდ მოიაზრება.

Venom F5 დაპროექტებულ იქნა მხოლოდ იმ გათვლით, რომ მსოფლიოს ყველაზე სრაფი ავტომობილების რეკორდი მოეხსნა და შესაბამისად მისი მაქსიმალური სიჩქარეც, რომელიც 482 კმ/სთ–ს შეადგენს, ამის მეტყველია.

სიახლის შესაქმნელად Hennessey Performance–ის წევრებმა მოიფიქრეს ახალი დიზაინი, შასი და ნახშირ–ბოჭკოვანი კომპოზიტის კორპუსი. ავტომობილის ამგავარი აერიდონამიკა კი თვით Bugatti Chiron–ისა და Koenigsegg Agera RS–ისთვისაც შესაშური იქნებოდა.

Venom F5–ის წონა 1338 კგ–ს შეადგენს. იგი უზრუნველყოფილია 1600 ცხ.ძალის მქონე მასიური წყვილტურბინიანი V8–ტიპის ძრავით, რომელიც 7–საფეხურიან გადაცემის კოლოფსა და 1 ტრანსმისიას უკავშირდება. ავტომობილი 0–დან 186 კმ/სთ–ს 10 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს (რაც უფრო სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი მოქმედი F1–ის ავტო), ხოლო 0–დან 400 კმ/სთ–ს კი 30 წამამდე მოანდომებს.

Venom F5 ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა (მხოლოდ 24 ეგზემპლარი), ხოლო რაც შეეხება მის საფასურს, საწყის ფასად 1.6 მილიონი აშშ დოლარი მოიაზრება.

Comments

comments