მომხიბვლელი რეზიდენცია კეიპტაუნში

თანამედროვე რეზიდენცია, რომელიც მოსახლეობის მხრივ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეორე ქალაქ კეიპტაუნში მდებარეობს, წარმოადგენს განახლებულ პროექტს, რომლის ავტორიცა და ამჯერად უკვე მფლობელიც, არქიტექტურულ–დიზაინერული ფირმა „საოტა“–ს დირექტორი სტეფან ანტონი გახლავთ.

თავდაპირველად ნაგებობა, რომელიც ორი მოდერნისტული საცხოვრებლის: ფილიპ ჯონსონის „Glass House“–ისა და მაის ვან დერ როეს „Farnsworth House“–ის შთაგონებით იქნა დაპროექტებული, 1949 წელს აიგო. 1969 წლიდან კი იგი სამხრეთ აფრიკელ არქიტექტორ გილბერტ კოლინის საკუთრება გახლდათ. უკვე 2013 წლიდან საცხოვრებელი სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებული არქიტექტურულ–დიზაინერული ფირმა „საოტა“–ს (SAOTA (Stefan Antoni Olmesdahl Truen Architects)) დირექტორმა სტეფან ანტონიმ შეიძინა და ფირმის ნიჭიერ წევრთა და საკუთარი ძალისხმევით იმგვარი თანამედროვე იერსახე მიანიჭა, რომლის ამსახველი ფოტოების თვალის გადავლებასაც ამჯერად თავადაც შეძლებთ.

Comments

comments