fbpx

მომხიბვლელი საბავშვო საძინებელი

დიზაინერული სტუდია – „Estudio Plök“-ის დიზაინერებმა ლუდმილა დრუდიმ და კარლა ბარკონტემ, სტუდიის არქიტექტორ მარიანა პაკიერისთან ერთად, განახორციელეს პროექტი – „Bear Cave“, რომელიც პატარა ონავრებისთვის განკუთვნილი, მართლაც შთამბეჭდავი საძინებელია.

როგორც პროექტის სახელწოდება – „Bear Cave“-ი გვამცნობს, პროექტის შექმნის ძირითად შთაგონებად დათვის ბუნაგი გახლდათ. სახალისო საძინებლის უნიკალური ატმოსფეროს შესაქმნელად, ავტორებმა ხის მასალის ელემენტები და ორიგინალური ილუმინაცია გამოიყენეს.

დიზაინერთა გათვლით, ე.წ. დათვის ბუნაგის როლს კედლის ნიშა ასრულებს, სადაც ძირითადი საწოლია განთავსებული, რომლის ფუნქციათაგან, ერთ-ერთი ფუნქცია ისიც გახლავთ, რომ შესაძლებელია საწოლის ზომის გაზრდაც, რაც ამავე საწოლის ქვეშ არსებული კიდევ ერთი საწოლის გამოწევით ხორციელდება.

ძირითადი საწოლის ბოლოს კი კედელზე ჰორიზინტალურადაა განთავსებული თანაბარი დისტანციით დაშორებული გრძივი სახელურები, რომელიც ერთი შეხედვით სახელურებს ან დეკორის ელემენტებს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში მას კიბის ფუნქცია აკისრია, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ზედა სართულის კიდევ ერთ ალტერნატიულ საძინებელში მოხვედრა.

საბავშვო საძინებლის ორივე დონე უზრუნველყოფილია ორიგინალური გასანათებელი საშუალებებით, ხის მასალის უჩვეულო მაგიდებითა სკამებით და ერთ კედელზე განთავსებული, უამრავი სათავსი სივრცის მქონე დიდი მოცულობის კარადით.

ავტორები აპირებენ ორიგინალური პროექტი წარადგინონ არგენტინაში გასამართ არქიტექტურულ-დიზაინერულ გამოფენა – „Casa Foa 2018“-ზე.

Comments

comments