მომხიბვლელი სუპერიახტა განიმედი

იტალიური გემთსაშენი კომპანია – Fincantieri Yachts–ისა და მილანში დაფუძნებული დიზაინერული ფირმა – Hot Lab–ის წევრების კოლაბორაციის შედეგად, საშობაოდ წარმოდგინილ იქნა 110 მეტრის სიგრძის მქონე ელეგანტური სუპერიახტის კონცეპტი, რომლის სახელწოდებაცაა „განიმედი“.

ხუთგემბანიანი შთამბეჭდავი სუპერიახტის სახელწოდება ტროას მითოლოგიური გმირის, განიმედის სახელს უკავშირდება. სიახლე უზურნველყოფილია: ვერტმფრების ასაფრენ–დასაფრენი მოედნით; ანგარით; 12 სტუმარზე გათვლილი კეთილმოწყობილი კაიუტებითა და ეკიპაჟის 31 წევრზე გათვლილი 20 კაიუტით; არტ–დეკორის სტილში შესრულებული სტუმართათვის განკუთვნილი სივრცით; ჩანჩქერით უზრუნველყოფილი 20–მეტიანი საცურაო აუზით, რომელსაც გარს მონუმენტალური ბაღი და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობილი კლუბი აკრავს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურ ბარში არსებული სხვადასხვა სახეობის სასმელები დააგემოვნონ. პროექტით გათვლილია, რომ იახტის მეპატრონის თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი რეზიდენცია ზედა გემბანზე იქნება, რომელსაც დამატებით დიდი ზომის სპეციალური ლაუნჯიც ერთვის, რაც პრიზმის ფორმის 2 აუზს უკავშირდება.

იახტის მაქსიმალური სიჩქარე 19, ხოლო კრეისრული 14 კვანძს შეადგენს. სამწუხაროდ კონცეპტის ფასი ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა, თუმცა უკვე არსებული მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ იახტა საკმაოდ ძვირადღირებული იქნება.

Comments

comments