fbpx

მომხიბვლელი სუპერიახტა პროჯექტ ეფინიტის კონცეპტი

მონაკოში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია „The A Group“–ისა და გემთსაშენი კომპანია „SuperYachtsMonaco“–ს კოლაბორაციის შედეგად, წარმოდგენილ იქნა 85 მ–ის სიგრძის სუპერიახტა „პროჯექტ ეფინიტი“–ს კონცეპტი, რომელიც არა მხოლოდ ელეგანტური ექსტერიერით, არამედ შთამბეჭდავი ინტერიერითაც გამოირჩევა.

ინოვაციური მასალებით შექმნილი უზარმაზარი სუპერიახტა, სადაც სხვადასხვა დონეებზე ლიფტებით გადაადგილებაა შესაძლებელი, უზრუნველყოფილია: მინის დიდი ფანჯრებითა და მინის მასალისავე დიდი ზომის სრიალა კარებებით აღჭურვილი, 12 სტუმარზე გათვლილი სივრცული კაიუტებით; სასადილოდ, გასარუჯად, მოსასვენებლად და გასართობად განკუთვნილი, კეთილმოწყობილი სივრცეებით; სპორტული დარბაზით; სპა–სალონით; საუნით; მასაჟის კაბინეტით; სილამაზის სალონით; რამდენიმე ლაუნჯით; 6 მეტრის სიგრძის საცურაო აუზით; 10 ადამიანზე გათვლილი ჯაკუზით; კინოთეატრით; არაერთი ბარით და კიდევ სხვა ბევრი რამით.

სუპერიახტას, რომელიც აღჭურვილია 16V 4000 MTU–ს ტიპის წყვილი ძრავით, ხელეწიფება კრეისერული სიჩქარით 18 , ხოლო მაქსიმალურით კი 20 კვანძით, 6000 საზღვაო მილის მანძილზე უპრობლემოდ გადაადგილდეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შექმნილი „პროჯექტ ეფინიტი“ მგზავრებისთვის რელაქსაციის, გართობის, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების გარანტია.

Comments

comments