fbpx

მომხიბვლელი სუპერიახტა Ocean King 88 Classic

ეს გახლავთ იტალური კომპანია „Ocean King“-ის წევრების კიდევ ერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მათ ვენეციაში დაფუძნებულ – „VYD Studio“-სთან კოლაბორაციის შედეგად განახორციელეს.

ფოლადისა და ალუმინის მასალის კორპუსით უზრუნველყოფილი, 26.8 მ-ის სიგრძის მქონე სუპერიახტა, რომლის სახელწოდებაცაა „Ocean King 88 Classic“-ი, მოიცავს 4 სივრცულ გემბანს და კომფორტული ინტერიერის მქონე 5 კაიუტას, რომელიც 10 მგზავრსა და ეკიპაჟის 5 წევრზეა გათვლილი. სუპერიახტაზე ასევეა: არაერთი მოსასვენებელი ზონა, სასადილოდ და გასართობად განკუთვნილი კეთილმოწყობილი სივრცეები, ლაუნჯი, ე.წ. სანაპირო ზოლის კლუბი და 6 მ-ის სიგრძის მქონე ტენდერი.

მწარმოებლებმა სუპერიახტა ე.წ. „ MAN D2868 LE421“-ტიპის ძრავით აღჭურვეს, რომელსაც ხელწიფება იგი გადააადგილოს მაქსიმალური სიჩქარით – 11.5 კვანძის, ხოლო კრეისერული კი, 10 კვანძის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სუპერიახტას არაერთ შორეულ დისტანციაზე სვლაც ხელეწიფება და კომფორტულადაც გადაადგილდებით თქვენთვის სასურველ დანიშნულების პუნქტამდე.

Comments

comments