მოტოციკლი პროჯექთ ოდისეი

Bandit9–ის ბრწყინვალე გუნდის წევრებმა ეს–ესაა წარმოადგინეს მათი ყველაზე ძვირადღირებული ორბორბლიანი მოტოციკლი სახელწოდებით „პროჯექთ ოდისეი“, რომლის ძირითადი კომპონენტებიც აერონავიგაციურ მასალათა სიზუსტითაა შემუშავებული, რაც მის არა მხოლოდ ეფექტურობას, არამედ სიმსუბუქესაც განაპირობებს.

72 ცხ.ძალითა და ე.წ. 904L–ის ფოლადის შასის მქონე ფუტურისტული ვიზუალის მქონე სიახლე უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის იტალიური ტყავის მასალით დაფარული მოხერხებული სავარძლით.

ახალი მოტოციკლი წარმოდგენილია რეზერვუარის ქვემოთ არსებული გამჭვირვალე შუქდიოდური დისფლეით, სადაც ყველა ინფორმაცია პროეცირდება და თვითმფრინავის დისფლეის მოგვაგონებს. სიახლე ასევე აღჭურვილია: ანოდირებული ალუმინის მასალის 50 მილიმეტრიანი Marzocchi–ს ე.წ. ჩანგლებით, ალუმინის მასალის სპეციალურად შემუშავებული Beringer–ის მთავარი ცილინდრითა და მუხრუჭებით, Borrani–ს საბურავებით და კიდევ არაერთი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლით, რაც მის გადაადგილებას ყოველმხრივ კომფორტულს ქმნის.

Comments

comments