მოტოციკლი Diavel–ი $20,000 ღირს

იტალიურმა კომპანია Ducati–მ, რომელიც მოტოციკლების წარმოებაზე კვალიფიცირდება, წარმოადგინა ახალი მოტოციკლი Diavel–ი.

ელეგანტური დიზაინის მქონე სწრაფი მოდელი, რომელიც 162 ცხ. ძალითაა უზრუნველყოფილი, მსუბუქია და სულ 210 კგ–ს იწონის. მისი საფასური 17000 აშშ დოლარია. არსებული მოდელის კიდევ 3000 დოლარის დამატების შემთხვევაში, კომპანია კარბონ–ბოჭკოვან ვერსიას შემოგთავაზებთ, რომლის წონაც მხოლოდ 207 კგ–ი იქნება.

Diavel–ი აღჭურვილია ავტომატური მართვის სისტემით, Brembo–ს ანტიბლოკირებული სამუხრუჭე მოწყობილობით, 17–დუიმიანი (დუიმი=2,54 სმ–ს) საბურავებით, LED–განათებით, LCD–ეკრანით და დაბალი პოზიციის მქონე სავარძლით, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 30.3 დუიმია.

Comments

comments