მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მზის სათვალე

დანიშნულებისამებრ მზის სათვალე მხედველობის ორგანოს მზის მკვეთრი სინათლისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის იგი უწინარესად ფუფუნების საგანია. დიზაინერებიც არ აყოვნებენ და სულ უფრო ძვირადღირებულ სათვალეებს ქმნიან, რისთვისაც ძვირფას მეტალებსა და საიუველირო ქვებს იყენებენ. ახლა კი მსოფლიოს ათ ყველაზე ძვირადღირებულ მზის სათვალეს წარმოგიდგენთ:

10. Bentley Platinum – $45,276

სიის მეათე ადგილი ბენტლის მზის სათვალეს ხვდა წილად. ბრიტანული ფუფუნების ავტომობილების მწარმოებელმა გადაწყვიტა დიზაინერთათვის კომპანიის მიერ წარმოებული ავტოებისთვის შესაფერი მზის სათვალე შეეკვეთა. სწორედ ბენტლისა და ფუფუნების სათვალეების მაწარმოებელი კომპანია Estede–ს მეშვეობით შეიქმნა ეს სოფისტიკური დიზაინის მქონე სათვალე, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით დამზადდა. შესანიშნავად ბალანსირებული სათვალის ჩარჩო ყვითელი ან თეთრი ოქროს მასალისგანაა დამზადებული. სათვალის ფასია $45,276.

9. Gold and Wood 253 Diamond – $55,000

ტოპ–ათეულის მეცხრე ადგილი მზის სათვალე – 253 Diamond–ს ეკუთვნის, რომლის ავტორებიც ბრენდი Gold and Wood–ის წევრები გახლავთ. სათვალე მოოჭვილია 253 ბრილიანტის ქვით, რომელთაგან 22 მათგანი ე. წ. პრინცესას კვეთისაა, რაც ბრილიანტის გრავირების მხრივ პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება სათვალის საფასურს, იგი $55,000 გახლავთ.

8. Bulgari Flora – $59,000

ფუფუნების იტალიურმა ბრენდმა Bulgari–მ მზის ორი სათვალე დაამზადა, რომელიც იმთავითვე პოპულარული გახდა მდიდარსა და სახელგანთქმულ ადამიანებს შორის. ელეგანტური და დახვეწილი Bulgari Flora–ს ჩარჩო დამზადებულია 18–კარატიანი თეთრი ოქროს მასალისგან და ინკრუსტირებულია ბრილიანტებითა და საფირონებით. მისი საფასურია $59,000.

7. Maybach The Diplomat I – $60,000

სიის მეშვიდე ადგილი წილად ხვდა კიდევ ერთ ავტომწარმოებელს. მსგავსად Bentley–სა, ფუფუნების ავტომანქანების გერმანულმა ბრენდმა Maybach–მა მზის სათვალეების ინდუსტრიის შესწავლა დაიწყო და მათთვის შესაფერისი წყვილი მზის სათვალეც შეუკვეთა, სახეწოდებით – The Diplomat I. სათვალის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა 18–კარატიანი ოქროს მასალა და 174 ხელნაკეთი ბრილიანტი. სათვალის საფასურმა კი $60,000–ს მიაღწია.

6. Luxuriator Style 23 Canary Diamond – $65,000

Luxuriator Style 23 ლოს–ანჟელესში დაფუძნებული საიუველირო კომპანია Jewelry by Franco–ს პირმშოა. სათვალე უზრუნველყოფილია ფოტოქრომული ლინზებით, რომელის ფერს იცვლის შუქის სიმკვეთრისა და რაოდენობის მიხედვით. სათვალის ჩარჩოს დასამზადებლად გამოყენებულ იქნა 18–კარატიანი ოქროს მასალა, 132 ბრილიანტი და ასევე სპილოს ძვლის მასალა. მიმზიდველ სათვალეს ფასიც მიმზიდველი აქვს და შეადგენს $65,000–ს.

5. CliC Gold 18 Carat Gold Sport – $75,000

ოცდაათწლიანი ისტორიის მქონე პოპულარული ბრენდი CliC Gold–ი სახელგანთქმულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საკითხავი სათვალეების მწარმოებელი. ამჯერად კი Hugh Power–თან თანამშრომლობის შედეგად შექმნეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სპორტული სათვალე 18 Carat Gold Sport–ი. სათვალის ლინზებს ანტიამსახველი საფარველიც აქვს. წინა ნაწილი მაგნიტური შეერთების სისტემით გამოირჩევა (რაც ალბათ გარკვეულწილად არაპრაქტიკულადაც მოიაზრება). 18 Carat Gold Sport–ი $75,000 ღირს.

4. Cartier Panthere – $159,000

ტოპ–ათეულის მეოთხე ადგილი კიდევ ერთ სახელგანთქმულ ფუფუნების ბრენდ Cartier–ს დაეთმო. ბრენდმა მზის სათვალე Panthere წარმოადგინა, როლის ჩარჩოც 18–კარატიანი თეთრი ოქროს მასალისაა. სათვალე 561 ბრილიანტითა და 645 ლურჯი საფირონითაა ინკრუსტირებული. Panthere–ს საფასური $159,000 გახლავთ.

3. Shiels Jewellers Emerald – $200,000

Shiels Jewellers–ი საიუველირო ინდუსტრიის კიდევ ერთი ცნობილი სახელია. ავსტრალიური კომპანია ჯერ კიდევ 1945 წელს დაარსდა Jack Shiels–ის მიერ. დღევანდლამდე კომპანიის მიერ შექმნილი ყელაზე საინტერესო პროდუქტია სათვალე Emerald–ი. სინამდვილეში სათვალე რომაელი იმპერატორი ნერონის შთაგონებითაა შექმნილი, ვინაც ზურმუხტებს გლადიატორთა ბრძოლის საცქერად იყენებდა.
კომპანიას 5 წელი დასჭირდა ზურმუხტის ფორმირების, კვეთისა და პალირებისთვის, რათა ძვირადღირებული ქვა სათვალის ლინზებად გამოეყენებინა. Emerald–ის ჩარჩო სუფთა ოქროს მასალისაა, სადაც ბრილიანტებიცაა ინკრუსტირებული. მას შემდგომ სათვალის ამსახველი დაბალი ხარისხის ეს ფოტოა შემორჩენილი, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალია და შეადგენს $200,000–ს.

2. Dolce & Gabbana DG2027B – $383,609

ტოპ–ათეულის მეორე ადგილს იტალიური კომპანია Dolce & Gabbana იკავებს, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქნულია მისი ელეგანტური, მოდური და ექსტრემალურად ძვირადღირებული პროდუქციით. სათვალე DG2027B უზრუნველყოფილია ყავისფერი შეფერილობის ლინზებით, რომლებიც ოქროს ჩარჩოშია ჩასმული. სათვალის სახელურებზე ბრენდის სახელწოდება ბრილიანტებითაა ინკრუსტირებული. მის შესაძენად კი თქვენი საბანკო ანგარიშიდან $383,609–ის გაღება მოგიხდებათ.

1.Chopard De Rigo Vision – $408,000

და ბოლოს, ტოპ–ათეულის პირველი ადგილი წილად ხვდა შვეიცარიული ფუფუნების საათებისა და საიუველირო ნაწარმის მწარმოებელ Chopard–ს. სათვალე De Rigo Vision–ის ჩარჩო 60 გრამი 18–კარატიანი ოქროს მასალისაა. სათვალის სახელურებზეც გამოყენებულია ოქროს მასალა, ხოლო კომპანიის ხელწერა კი მასზე მდინარის 51 ბრილიანტითაა ინკრუსტირებული. ყველაზე ძვირადღირებული მზის სათვალეების ტოპ–ათეულის პირველადგილოსანი სათვალის საფასურია $408,000.

Comments

comments