მწვანით მოსილი საცხოვრებელი Casa OM1 მექსიკაში

თანამედროვე საცხოვრებელი Casa OM1 მექსიკაში, კერძოდ გვადალახარაში მდებარეობს. კეთილმოწყობილი სახლი უხვი მცენარეული საფარითაა გარშემორტყმული. ნაგებობის უზარმაზარი ვიტრაჟებიდან, რითაც თითქმის მისი ძირითადი ნაწილია უზრუნველყოფილი, შესანიშნავად მოსჩანს მშვენიერი ლანდშაფტური ზოლი.

Casa OM1 მოიცავს გემოვნებით მოწყობილ, საცხოვრებელი დანიშნულების ყველა სახეობის ოთახს. იგი ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა დანიშნულების ღია ტერასებით, რომელთა შორისაცაა ღია სამზარეულო და სასადილო სივრცე, ლაუნჯი, მოსავენებელი სივრცე და სხვა. საცხოვრებლის ეზო დეკორირებულია სხვადასხვა სახეობის ხემცენარითა და ეგზოტიკური დეკორატიული მცენარეებით. ჩრდილო დასავლეთით კი ლაჟვარდოვანი საცურაო აუზია, რომელსაც გასარუჯად მოწყობილი ტერასა აკრავს გარს.

საცხოვრებლის ავტორია არქიტექტურულ–დიზაინერული სტუდია AE Arquitectos–ის წევრი ანდრეს ესკობარი.

Comments

comments